იტვირთება...

იმპერატორი ნაპოლეონი

ქეთი ტოროტაძე

15,166 ნახვა
4.95
(0 რეცენზია /52 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
14
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ჰეგელი მას "ცხენზე ამხედრებულ მსოფლიო სულს" უწოდებდა, გოეთე კი მის ცხოვრებას ნახევარღმერთის სვლას ადარებდა, ბრძოლიდან ბრძოლამდე, გამარჯვებიდან გამარჯვებამდე. "ნაპოლეონი სამყაროს გამოხატავს, ის კაცობრიობის კვინტესენციაა." - ამბობდა გოეთე. თავად ნაპოლეონი წერდა: "ჩემი ცხოვრება გრანიტია, რომელზეც ცილისმწამებლები კბილებს დაიმტვრევენ. ისტორიკოსები იძულებული გახდებიან დაწერონ ჩემს გამარჯვებებზე, რადგან ჩემი საქმეები თავად ღაღადებენ თავის შესახებ. მე ლაგამი ამოვდე ქაოსს, კეთილშობილება მივანიჭე რევოლუციას და ზეცამდე ავამაღლე სიდიადის საზღვრები." მსოფლიო ისტორიაში უდიდეს სამხედრო გენიად სამართლიანად აღიარებული ნაპოლეონი, რომელიც მიიჩნევდა, რომ ის, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო მოღვაწე იყო, ამბობდა, ჩემი დიდება ჩემი გამარჯვებები კი არ არის, არამედ ჩემი კოდექსია, გადასარჩენი ღუზა საფრანგეთისთვის, კოდექსი, რომლისთვისაც შთამომავლობა ჩემი მადლიერი იქნებაო. ომები, რომელთაც ბრიტანეთის წაქეზებით და დაფინანსებით აწარმოებდა ფეოდალურ-ბატონყმური მონარქიული ევროპა რევოლუციური, ახალი საფრანგეთის წინააღმდეგ და რომლებიც ისტორიაში სრულიად მცდარად და უსამართლოდ ნაპოლეონის ომების სახელწოდებით შევიდა, წარმოადგენდა ანტიფრანგული კოალიციების ომებს, რომლებიც საფრანგეთში ინტერვენციის გზით ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლას და ბურბონების ფეოდალური მონარქიის რესტავრაციას ისახავდა მიზნად. 1792 წელს დაწყებული ეს კოალიციური ომები 1815 წლის ივლისამდე - იმპერატორ ნაპოლეონ I-ის მეორე გადადგომამდე გაგრძელდა. ნაპოლეონი ომობდა, რათა მშვიდობა მოეპოვებინა - მოეგერიებინა არაერთი ანტიფრანგული კოალიციის მიერ მისთვის თავსმოხვეული ომები, მშვიდობის პირობებში საფრანგეთში ახალი სახელმწიფო შეექმნა და ამით ახალი ევროპისთვის ჩაეყარა საფუძველი. მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თხუთმეტწლიანი მმართველობის პერიოდში დიდმა სახელმწიფო მოღვაწემ შეასრულა თავისი მისია - შექმნა ახალი ქვეყანა, მიუხედავად მის წინააღმდეგ წარმოებული განუწყვეტელი კოალიციური ომებისა - იმიტომ რომ დიდი სახელმწიფო მოღვაწე და რეფორმატორი უდიდესი მხედართმთავარიც იყო. მაგრამ ანტიფრანგული კოალიციის ყველა დამარცხებულ წევრ ქვეყანასთან - ავსტრია იქნებოდა ეს, პრუსია თუ რუსეთი, ის მუდამ აფორმებდა სამშვიდობო შეთანხმებას, ზოგიერთ მათგანთან, არაერთხელაც კი. ამასთან, არცერთ ამ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა არ უფიქრია - ავსტრიის იმპერატორიც, პრუსიის მეფეც და რუსეთის იმპერატორიც დამარცხების შემდეგ ტახტებზე რჩებოდნენ. ამდენად, ნაპოლეონი, ანტიფრანგული კოალიციებისა და საფრანგეთში მისი მტრების - ბურბონებისა და მათი მომხრე როიალისტების მიერ ყოვლად უსამართლოდ და ცილისმწამებლურად შექმნილი სტერეოტიპის, შავი ლეგენდის საწინააღმდეგოდ, ომების გამჩაღებელი და დამპყრობელი კი არ იყო, არამედ თავდამსხმელ სახელმწიფოთა მომგერიებელი და მშვიდობისმყოფელი - ის საფრანგეთსა და ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად იბრძოდა. შავი ლეგენდის საპირისპიროდ, ნაპოლეონი არასოდეს არ იყო ომების წამომწყები - მხედართმთავარი ნაპოლეონი ევროპის ბრძოლის ველზე იმიტომ გადიოდა, რომ საფრანგეთს თავს ესხმოდნენ. ის პირველი არასოდეს იწყებდა ომებს, ხოლო როცა იმარჯვებდა, მისი, როგორც გამარჯვებული მხარის ნება გარკვეულ გავლენას ახდენდა დამარცხებულ მხარეზე, რაც სრულიად ბუნებრივია.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-8-2145-5
სათაური:
იმპერატორი ნაპოლეონი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
15166
რეიტინგი:
4,95
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(52) რეცენზია
4.95
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [51]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]