რომანი და პიესები
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
7531
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ავგუსტ სტრინდბერგი
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
თარგმანი შვედურიდან: ლიკა ჩაფიძე, დავით გაბუნია ბაკურ სულაკაური. კრებულში წარმოდგენილი სამი პიესიდან „ზმანება“ სამართლიანად მიიჩნევა მოდერნისტული დრამატურგიის შედევრად; „ფრეკენ ჟული“ კლასიკური ნატურალისტური დრამაა, რომელიც მსოფლიოს სათეატრო რეპერტუარში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დადგმული პიესაა. საქართველოში ის 2012 წელს „სამეფო უბნის თეატრშიც“ დაიდგა. „მასზე ძლიერი“ კი სტრინდბერგის კიდევ ერთი ინოვაციის, მონოდრამის მცირე ნიმუშია. კრებულში ასევე შესულია რომანი „ჰემსელები“ – სტრინდბერგის შემოქმედების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. მასში აღწერილია სტოკჰოლმის არქიპელაგის კუნძულ ჰემსეს მცხოვრებთა ყოველდღიური ყოფა და წინა პლანზეა წამოწეული საზოგადოებაში ადამიანის თვითდამკვიდრების პრობლემა, რასაც ავტორი ზედმიწევნით კარგად იცნობდა. რომანის მთავარი პერსონაჟების – მადამ ფლუდისა და მისი ვაჟის, გუსტენის პროტოტიპებიც რეალური პიროვნებები არიან. თავის დროზე სტრინდბერგი მკაცრად გააკრიტიკეს პროვინციული შვედეთის ყოველდღიური ცხოვრების მისეული აღქმის გამო – იმდენად, რომ რომანის გამოცემის შემდეგ (1887 წ.) მწერალს არქიპელაგზე ჩასვლაც კი აუკრძალეს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები