ოცი წლის წინათ...
რეიტინგი
3.8 / 5
ნახვა
6537
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ვანო ჩხიკვაძე
გამომცემლობა
"საბას" წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ჩვენ წინაშეა მისი მხატვრული თვითრეალიზაციის მეოთხე კომპონენტი – პიესა. ერთი შეხედვით, უცნაური ფორმა აქვს ამ დრამატურგიულ ნაწარმოებს. პირველი ნაწილი მოთხრობაა, მეორე – პიესა. თუმცა თუ მოთხრობის დიალოგურ ფორმას გავითვალისწინებთ, მაშინ ეს არის ორმოქმედებიანი პიესა რამდენიმე სურათად. მთავარი მაინც გრადაციაა, შინაგანი გადასვლა ერთი ფორმიდან მეორეზე, პროზაული წარმოსახვიდან დრამატურგიულ რეალობამდე. პერსონაჟებიც ისე თავისუფლად „ადიან“ სცენაზე, გეგონება სადღაც დაწყებულ თამაშს განაგრძობენ. მთავარი მოქმედი პირები ზინა და მარგალიტა რაღაცით აბსურდის თეატრის გმირებს მოგვაგონებენ, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ აბსურდს თვითონ იგონებენ, რათა გაანეიტრალონ და თავიდან აიცილონ უფრო დიდი უაზრობა, ის ტრაგიკული სინამდვილე, ის სოციალურ-პოლიტიკური კოშმარი, რომელიც თავს დაგვატყდა ოცი წლის წინათ.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები