იტვირთება...

აკაკის ლანდი

ელგუჯა თავბერიძე

4,708 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
4.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ბიოგრაფიული რომანი აკაკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი 31 ნოველისაგან შედგება.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ქართული მწერლობისათვის უცხო არ არის ამერიკული ეპიკური პროზის ეს ნაირსახეობა - რომანი მოთხრობებად თუ ნოველებად. თუნდაც: მიხეილ ჯავახიშვილის „გივი შადური“, გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“, ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ჯემალ ქარჩხაძის „ზებულონი“, თამაზ ბიბილურის „შვიდი ხმისა და ტოროლასათვის“. არც ავტობიოგრაფიული რომანი ნოველებად. თუნდაც: რეზო ჭეიშვილის „მუსიკა ქარში“ და „წიფობისთვე“. ბიოგრაფიული რომანი ნოველებად კი პირველად მოისინჯა, ძალდაუტანებლად მოიყოლია აკაკი წერეთლის ფსიქოლოგიური პორტრეტის გამოკვეთის სურვილმა. მისი ავტორის, ელგუჯა თავბერიძის შემოქმედებით ნატურაში მოხდენილად ერწყმის ერთმანეთს მკვლევარისა და ბელეტრისტის ნიჭი და ამიტომაც გაამდიდრა ქართული ბიოგრაფიული რომანისტიკა ორი ჩინებული თხზულებით - სოლომონ აშორდიასა და დათა მიქელაძეზე. მესამე ცდა ამ ჟანრში ფორმის მხრივაც ახლებურად გაიაზრა, და უდავო წარმატებითაც, აკაკი წერეთელს რომ შეჰფერის. მიმზიდველი თხრობა ამოზრდილია იმ უამრავ „წვრილმანზე“, რომელნიც ავტორის მიერაა მიგნებული ძველი პერიოდიკისა და საარქივო მასალების გულმოდგინე შესწავლის მეოხებით, დაზუსტებული, შევსებული და შთამბეჭდავადაც გაცოცხლებული; და ამიტომაც კრთის თხრობიდან ასე ძალუმად ეპოქის სული და წარმოისახება პერსონაჟთა მრავალფეროვანი გალერეაც და აკაკი წერეთლის მონუმენტური ფიგურაც, როგორც მღელვარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-კულტურულ მოვლენათა შუაგულში მდგარი და საიმედო მეგზური მომავლისაკენ.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-0-4979-8
სათაური:
აკაკის ლანდი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2012
გვერდები:
403
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
4708
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]