კოლიმგრაფი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

10261

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ძალზე საშური და აუცილებელია ქართული გულაგიანას შესწავლა-გააზრება. საამისოდ კი გვევალება რაც შეიძლება ღრმად და ყოველმხრივ ვერკვეოდეთ თვითონ გულაგის არსში, რათა ფონი სრულყოფილად წარმოჩნდეს, ამ ფონზე კი ხელშესახებად გამოიკვეთოს ქართული ნაკადის თავისებურებანიც და ღირსებანიც. და თუ ვინმე გამოგვადგება მეგზურად გულაგის ჯოჯოხეთურ შრეებში ჩასახედად, ერთი უპირველესთაგანი _ ვარლამ შალამოვი, თავისი ტრაგიკული თავგადასავალი და გამოცდილება დიდ ლიტერატურად რომ აქცია. იგი არამარტო რუსული მწერლობის კუთვნილებაა, არამედ ჩვენი ლიტერატურისაც, რადგანაც თამაზ ნატროშვილის მიერ ქართულად ამეტყველებული კოლიმური მოთხრობები სწორედაც ჩვენი მწერლობის სრულფასოვან ნაწილად იქცა და ძალდაუტანებლად მოითხოვს შეფასებასაც და ამ მიმართულებით საფუძვლიანი კვლევის წარმართვასაც. ელგუჯა თავბერიძის მონოგრაფიული ნაშრომი „კოლიმგრაფი“ სწორედაც საფუძვლიანი, ღრმა კვლევის ნიმუშია, თანაც ისეთი ფსიქოლოგიური ჩაღრმავებითა და სტილური ექსპრესიით შესრულებული, რომ, გარდა ანალიტიკური დანიშნულებისა, თავისთავადი დოკუმენტური მოთხრობის შთაბეჭდილებასაც იწვევს და ქართული გულაგიანას სრულუფლებიანი მონაწილეც ამიტომ ხდება. დაე, ეს მონოგრაფიული თხზულება აღმოჩნდეს პირველბიძგიც ქართული გულაგიანასადმი მიძღვნილი ნაშრომების სერიისა _ იმ საშური და აუცილებელი წამოწყების.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-0-4067-2
გამომცემლობასაგამომცემლო ცენტრი
გვერდები120
გამოცემის წელი2012