- ბაბუ, ბაბუ, კახაბერ ბაბუ! - ჩასძახოდა კოცონთან ჩაძინებულ დაღლილ მონადირეს შვილიშვილი, რომელიც პირველად წამოიყვანეს ბიძებმა იხვებზე სანადიროდ, - მომიყევი რატომ ჰქვია ამ ადგილს საირხე, ეს სახელი ასე რატომ დაარქვეს?
- ამბობენ, რომ საირხე იგივე საირხვეა და ასე იმიტომ უწოდეს, რომ ოდესღაც აქ უთვალავი იხვი ბუდობდა, რომლებიც ზამთრისთვის თბილ ქვეყნებში გადასაფრენად ემზადებოდნენ.
- ოქროს საწმისზე და არგონავტებზე ხომ კარგად გახსოვს ერთხელ რაც მოგიყევი? ახლა ერთ ამბავს გავიხსენებ, რომელსაც მონადირეები ყოველთვის ყვებოდნენ.