ცინკის ბიჭები

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

2335

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„ცინკის ბიჭები“ 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის – სვეტლანა ალექსიევიჩის მესამე წიგნია „უტოპიის ხმების“ ციკლიდან. წიგნის მთხრობელები – ომის ვეტერანები, დედები, ქვრივები, მედდები... – გვიყვებიან იმ სიმართლეს ავღანეთის ომზე (1979-1989 წწ.), რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება წლების განმავლობაში უმალავდა საკუთარ ხალხს. სვეტლანა ალექსიევიჩს მკითხველამდე მოაქვს ავღანეთგამოვლილთა შიშველი ემოციები და, ამიტომაც, თარგმანში შენარჩუნებულია როგორც ინტონაციები, ისე – დაულაგებელი, ფრაგმენტული შთაბეჭდილებები და შეფასებები ომზე, რომელმაც უმძიმესი კვალი დააჩნია თითოეული პერსონაჟის ცხოვრებას. წიგნში ასევე შესულია ოქმები სასამართლო პროცესებიდან (1992-1994 წწ.), რომელიც „ცინკის ბიჭების“ გამოცემის შემდეგ გაიმართა ბელარუსში. პროცესებზე ავტორიტარულმა რეჟიმმა მწერლის წინააღმდეგ მისივე რეალური პერსონაჟები გამოიყვანა. რაც შეეხება წიგნის სათაურს: მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური ელემენტის – Zincum-ის ქართული შესატყვისი თუთიაა, წიგნის სახელწოდებაში ორიგინალისეული „ცინკის“ დატოვება ვარჩიეთ, რადგან ხალხის მეტყველებაში დამკვიდრებული ეს სიტყვა ზუსტად ასახავს ეპოქის ტრაგიზმს – სწორედ ამ სახელით მოდიოდა საქართველოშიც კუბოები ავღანეთიდან, რომლებშიც გამორჩეული ქართველი ბიჭები იყვნენ ჩასვენებული.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941463587
გამომცემლობაარტანუჯი
გვერდები456
თარგმანირუსულიდან
მთარგმნელიზურაბ ქუთათელაძე
გამოცემის წელი2017