იტვირთება...

ცაში გამოკიდებული სახლი

მედეა ზაალიშვილი

2018 წელი | არტანუჯი
1,520 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
7.4
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
„ცაში გამოკიდებული სახლი“ პირველი წიგნია, როდესაც ინგლისურენოვანი ნაწარმოებების ფურცლებს შორის მცხოვრებმა და თავადაც მათი პერსონაჟი ქალების მსგავსმა ავტორმა სხვათა გამოცემებიდან გადმოაბიჯა და საკუთარს სთავაზობს მკითხველს. მის მყუდრო, ტომეულებითა და ლიტერატურული პერიოდიკით სავსე ოთახს, რომლის მონახულებაც თითქოს ერთგვარ განსაწმენდელად ქცეულა ახალი თაობის მწერლებისა და მთარგმნელებისათვის, კიდევ ერთი მშვენიერი წიგნი შეემატება. წიგნი, რომლითაც შესანიშნავმა ლიტერატორმა ბოლოს და ბოლოს გაბედა და თავისი სახელი და გვარი შიდა სატიტულო გვერდებიდან გარეკანზე გადმოიტანა. მედეა ზაალიშვილის ავტობიოგრაფიული წიგნის გმირების უმეტესობა ის პიროვნებებია, რომლებიც მეოცე საუკუნის ქართულ კულტურასა და მეცნიერებას ქმნიდნენ, ამიტომაც ის, მხატვრული ღირებულების გარდა, წინა საუკუნის ისტორიული სურათების წარმოდგენის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. შექსპირის „ტიტუს ანდრონიკუსის“, „ვენერა და ადონისის“, ემილი დიკინსონის ლექსების, იეიტსის „კელტური მიმწუხრის“, უილიამ ფოლკნერის „სული რომ ამომდიოდას“ და სხვა მრავალი გამორჩეული პოეტური თუ პროზაული ნაწარმოების მთარგმნელი ქართველი მკითხველისათვის სრულიად უცნობ ამბებს განსაკუთრებული ოსტატობით აღწერს.“ (ანი კოპალიანის წინასიტყვაობიდან)
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-463-62-4
სათაური:
ცაში გამოკიდებული სახლი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2018
გვერდები:
184
კატეგორია:
ესეისტიკა
ნახვები:
1520
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]