თმენის საზღვარი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2189
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
თამაზ ხარაიშვილი
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
თამაზ ხარაიშვილის არაერთ ლექსს სტუდენტობის დროიდან ვიცნობ. ამ ლექსებში მე ვხედავ ავტორის ხასიათის და სულიერი წყობის ისეთი თვისებების ანარეკლს, რომლებიც ჩემთვის ძვირფასი იყო და არის. შინაგანი, ზოგჯერ განგებ დაფარული სილბო და ლირიზმი, ტკივილის ღრმად განცდის და ამ ტკივილის მოფრთხილების, შენახვის ნიჭი, ამასთანავე არტისტიზმი, მოხდენილი, სიმძიმის შემამსუბუქებელი ფორმის სიყვარული, სულის სიმხნევე... მე ვფიქრობ, რომ ეს თვისებები თამაზ ხარაიშვილის ლექსებში ისეა პოეტურად გარდასახული და ხორცშესხმული, რომ მკითხველი იგრძნობს მათ მიმზიდველობას. თამაზ ხარაიშვილისათვის ლირიკული თვითგამოხატვის ყველაზე ბუნებრივი საშუალება შინაგანი დიალოგია – დრამატული და ფიქრით დატვირთული დიალოგი, ფიქრს კი წარმართავს ყოფნის წარმავლობაში საკუთარი ჭეშმარიტი და მყარი სულიერი სახის დადგენის ორგანული მოთხოვნილება. თამაზ ხარაიშვილი მგრძნობიარეა სიტყვის ხიბლის მიმართ, მას აქვს მიდრეკილება სიძველის ელფერით აღბეჭდილი მეტყველებისადმი, საერთოდ ტრადიციული ფორმებისადმი, მაგრამ მათში ცოცხალ, ამგვარი ფორმების გამაახლებელ განცდას მოაქცევს... (თამაზ ვასაძე)
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები