დრო და სივრცე "დასაწყისი არ არსებობს, არის მხოლოდ გაგრძელება".
მიგელ დე უნამუნო
ირღვევა.
წვრილი კენჭებივით ცვივა უფსკრულში.
და სივრცისა და დროის მიღმა არა ათობით,
მირიადობით აკიაფდა ცაზე მნათობი.
შორს, ძალიან შორს, მოგუდულად ყეფდა ქოფაკი,
თითქოს დაღლილი წუთისოფლის უნიათობით.
ირღვევა.
წვრილი კენჭებივით ცვივა უფსკრულში.
და მოქცეულა სოფლის სივრცე, სოფლის ფართობი
ძაღლის ყეფაში.
ღრმად ჩამხმარა ფრჩხილებში მიწა,
თვალებში – ღამე,
გრილ მიწიდან ვთხრიდით კარტოფილს.
ჯერ მთვარე იყოს, გაჩნდებიან ჩრდილები მერეც,
ცას ვუმზერ და ვგრძნობ ამბროზიას, რომელიც არ ჩანს.
ჯანდაბას ის, რაც თხუნელებმა ჩაზიდეს ბნელეთს,
მაინც კარგია, სულ ამაოდ არ შემრჩა გარჯა.
მწიფე მსხლის წვენით დათხუპნილი ბავშვობის ჩათვლით
დასევდიანდა ყველაფერი, რაც უკან დარჩა.