შტილერი

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

15191

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

მისტერ ვაითს შვეიცარიის პოლიცია საზღვარზე აპატიმრებს, რადგან იგი უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქანდაკე, ძებნილი ანატოლ შტილერი ჰგონია. მისი ძმა, მეუღლე და ძველი მეგობრები ამ ეჭვს ამტკიცებენ. მისტერ ვაითი კი თავგამოდებით ეწინააღმდეგება ამ ეჭვს და ციხეში გაკეთებულ ჩანაწერებში დაუღალავად იმეორებს: „მე არ ვარ შტილერი“. იგი ცდილობს, დაამსხვრიოს სხვების თვალში მის შესახებ ჩამოყალიბებული ხატი და შეინარჩუნოს არჩევანის თავისუფლება, იყოს ან გახდეს სხვა. – მაქს ფრიშის „შტილერი“ მწერლის მესამე ნაწარმოებია, რომელიც „ლიტერატურული ოდისეის“ სერიით გამოიცემა. 1953-54 წლებში შექმნილ ამ რომანს გასდევს ის მოტივები, რომლებიც ფრიშის შემოქმედებას XX საუკუნის მსოფლიო ლიტერატურაში ყველასგან გამოარჩევს; ესაა ადამიანის იდენტობის ძიება, საკუთარი ბიოგრაფიის შექმნა, სხვადასხვა როლის მორგება და მთელი ცხოვრებისა თუ ცხოვრების ნაწილების ჩანაცვლების მცდელობა. სერიაში „ლიტერატურული ოდისეა“ თავმოყრილია მრავალი ქვეყნის თანამედროვე და კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები, რომლებსაც მსოფლიოში უკვე კარგად იცნობენ და რომელთა უმეტესობაც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნება.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-23-939-7
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები520
თარგმანიგერმანულიდან
მთარგმნელიმაია ფანჯიკიძე
გამოცემის წელი2018