თევზის კონცერტი
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
4502
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ჰალდორ ლაქსნესი
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ჰალდორ კილიან ლაქსნესი (1902-1998) ისლანდიელი მწერლის, პოეტის, დრამატურგის, მთარგმნელის ჰალდორ გუდიონსონის ფსევდონიმია. 1955 წელს იგი დააჯილდოვეს ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში ისლანდიური თხრობითი ხელოვნების აღორძინებაში შეტანილი წვლილისთვის. ლირიკული რომანი „თევზის კონცერტი“ (ისლანდიურ ორიგინალში „ბრეკუკოტის მატიანე“), რომელიც გამსჭვალულია ადამიანური ღირსებისა და სიკეთის რწმენით, ლაქსნესმა ნობელის პრემიით დაჯილდოების შემდეგ დაწერა. რომანის გმირი, სახელად ალფგრიმური მოგვითხრობს თავის ბავშვობასა და ყრმობაზე; ბიჭს მამა არ ჰყავს; ამერიკისკენ მიმავალმა დედამ კი, რომელმაც გზად ბრეკუკოტში იმშობიარა, დედიშობილა ჩვილი ფერმის მფლობელ ორ მოხუცს შეატოვა ხელში. აქ, რეიკიავიკის განაპირას, პატარა ფერმაში, ორი მოხუცისა და სხვენის ბინადართა ღარიბულ, მაგრამ ჯანსაღ გარემოცვაში, ისლანდიური საგებისა და ქორალების ფონზე, ძველი კედლის საათის განუწყვეტელ წიკწიკში, იზრდება ალფგრიმური. ბრეკუკოტი ძველი დროის ერთგვარ ანკლავს წარმოადგენს, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ სოფლისთვის დამახასიათებელ სიმშვიდეში, ტრადიციული ღირებულებების დაცვით ცხოვრობენ; ფერმის გარეთ კი, ქალაქში, უკვე შემოჭრილია ახალი დრო, – იქ ყველაფერი იყიდება... ხის მბრუნავი ჯვარი მამულის შესასვლელში სიმბოლური საზღვარია ამ ორ სამყაროს შორის. წიგნის დასასრულს ბრეკუკოტის იდილია ქრება, მაგრამ რადგან ეს ადგილი შინაგან ღირებულებათა სამოთხეც იყო, იგი აგრძელებს არსებობას თვით ალფგრიმურში, რომელიც ამ დროისათვის უკვე მზადაა, გაიკვლიოს გზა გარე სამყაროში. მთარგმნელთა ჯგუფი: რუსუდან ღვინეფაძე, მანანა პაიჭაძე.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები