ქარის ფრთები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2568
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ელგუჯა თავბერიძე
გამომცემლობა
საგამომცემლო ცენტრი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ძმაო ხოფეროს! ძველი ამბების ქრონიკის მეორე წიგნს უფრო ზოგადი სახელი _ „ქარის ფრთები“ _ დავარქვი. პირველს, ჩემზე არანაკლებ მოგეხსენება, „ხეზე ასვლა“ ერქვა და ნოველების კრებულად მონათლეს. არადა, დოკუმენტურობით, ქალაქისა და ეპოქის იგივეობით, ერთი მთლიანი თხზულებაა, რომელშიც სათქმელ-სატკივარი სხივივით იშლება. გახსოვს? რა დაგავიწყებდა! _ რიონის სათავეს ძალიან-ძალიან რომ მივუახლოვდით და მერე იქიდან წამოსულები ხევებს, ღელეებს, ნაკადულებს, მდინარეებს, ერთი სიტყვით, შენაკადებს ვითვლიდით, რაღაცნაირად აქაც ასეა _ არის ერთი, იმ ერთს მიბმული, მაგრამ მაინც განტოტვილი დანარჩენი. ესეც ხომ გაგიგონია _ ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვისო, _ პირდაპირი გაგებით, ბუნებრივია, არა, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით აქაც ასეა. ასეა და რა ვქნა!
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები