ქარი / პინბოლი
რეიტინგი
4.2 / 5
ნახვა
10160
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ჰარუკი მურაკამი
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„მურაკამი ნაწარმოებში იდეალურად აღწერს, როგორ შეიძლება შეცვალოს სიურრეალისტურმა და ერთი შეხედვით, ზებუნებრივმა შეხვედრებმა ყოველდღიური ცხოვრების ლანდშაფტი“ - „ვაშინგტონ პოსტი“. თანამედროვე იაპონელ მწერლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორის, ჰარუკი მურაკამის წიგნები მსოფლიოს ბევრ ენაზეა თარგმნილი. „ყური მიუგდე ქარის სიმღერას“ და „პინბოლი, 1973“ სახელგანთქმული „ვირთხას ტრილოგიის“ პირველი და მეორე რომანებია. ორი რომანი ორ მარტოსულ ადამიანზე... ნაწყვეტი წიგნის წინასიტყვაობიდან: „უეცრად, სრულიად უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ თავში დამარტყა: „მგონი, რომანის დაწერას შევძლებ“. ახლაც კარგად მახსოვს ის შეგრძნება. თითქოს ციდან რაღაც ფარფატით დაეშვა და მე მარჯვედ დავიჭირე. წარმოდგენა არ მქონდა, ჩემს ხელში რატომ აღმოჩნდა. პასუხი დღესაც კი არ მაქვს. ასე იყო თუ ისე, ეს მოხდა. თითქოს გამოცხადებას ჰგავდა; ან შეიძლება „გონების განათება“ უკეთესი სიტყვა იყოს“.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები