მოთხრობები

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

14266

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

უილიამ ფოლკნერმა (1897-1962), გაღატაკებული პლანტატორის შთამომავალმა, მთელი სიცოცხლე გაატარა ამერიკის შეერთებული შტატების შუაგულ სამხრეთში ე.წ. “ღრმა სამხრეთში“, მისისიპის შტატის პატარა ქალაქ ოქსფორდში, ყოფილ პლანტატორულ და მონათმფლობელურ მხარეში, რომელიც მეოცე საუკუნის ოციან წლებშიაც ძალზე ჩამორჩენილ მხარედ ითვლებოდა ეკონომიკურად და კულტურული თვალსაზრისითაც. ფოლკნერმა დიდი ღვაწლი დასდო ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის შტატების ლიტერატურისა და საერთოდ კულტურის აღორძინების საქმეს. მან მთელი თავისი შემოქმედება სამხრეთის შტატების წარსულისა და აწმყოს დასურათებას მიუძღვნა. ფოლკნერის მხატვრული აღმოჩენების ბრწყინვალე შედეგი გახლავთ მისი უზარმაზარი მოცულობის პროზაული მემკვიდრეობა, ისეთი მნიშვნელოვანი რომანები, როგორიცაა “ჯარისკაცის საზღაური“ (1926 წ.), “სარტორისი“ (1929 წ.), “ხმაური და მძვინვარება“ (1929 წ.), “მომაკვდავი რომ ვესვენე“ (1930 წ.), “სავანე“ (1931), “აგვისტოს ნათელი“ (1932 წ.), “აბესალომ, აბესალომ!“ (1936 წ.), “სოფელი“ (1940 წ.), “ჩამოვედ, მოსე“ (1942 წ.), “ნეშტის გამთხრელნი“ (1948 წ.), “იგავი“ (1954 წ.), “ქალაქი“ (1957 წ.), “სახლი“ (1959 წ.), “გამტაცებელნი“ (1962 წ.).

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაეთერ მოისწრაფიშვილის წიგნები
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელიეთერ მოისწრაფიშვილი
გამოცემის წელი2003