ელგუჯა - მოთხრობები

რეიტინგი

4.5 / 5

ნახვა

19187

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ყაზბეგი ქართული კრიტიკული რეალიზმის მიმდევარი და ქართველი „სამოციანელების“ ტრადიციათა გამგრძელებელია. მწერალი კარგად იცნობს საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც წარმოჩინდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში. მან ფსიქოლოგიური სიმართლით, დიდი მხატვრული ძალით წარმოგვიდგინა ქართველი ადამიანის ცხოვრება ბატონყმობის გადავარდნამდე და მას შემდეგ; მთის ხალხის ტრადიციები, ადათ-წესები, პიროვნებისა და თემის საუკუნეობით შემუშავებული უფლება-მოვალეობანი; სამშობლოსათვის თავგანწირვა, მეგობრული თანადგომა, პიროვნების პატიცისცემა, ძალმომრეობის წინააღმდეგ ამხედრება, ქალის მანდილის სიწმინდის დაცვა. მწერალი ილაშქრებდა ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ. ზოგადადამიანურ პრობლემებს იგი ძირითადად მოხევეთა ცხოვრების ყალიბში ასხამდა ხორცს. კრებულში შესულია ალექსანდრე ყაზბეგის 5 მოთხრობა. სარჩევის სანახავად დააწკაპუნეთ წიგნის ყდაზე.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობა"საბას" წიგნები
გამოცემის წელი2013