თურქული სიმღერების გზამკვლევი
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
7290
ყველა პაკეტი
ანოტაცია
„იაპონიაში ყოფნის დროს ახალგაზრდა ქართველი პოეტი, ირაკლი კაკაბაძე გავიცანი. ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად, ადვილად დავმეგობრდით და სიამოვნებით ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას. იგი განათლების სისტემას იკვლევდა, მე კი იაპონურ ლიტერატურას. ჩვენი ინტერესები და სასაუბრო თემა ძირითადად იაპონიას არ სცილდებოდა, მაგრამ ძალზე ხშირად ვსაუბრობდით თურქეთსა და საქართველოზე, ჩვენი ხალხების ბევრ საერთო თვისებებზე, და, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთსა და დასავლეთზე – სხვა რა უნდა აღელვებდეს თურქსა და ქართველს?.. ირაკლი ამბობდა, მეზობლობის მიუხედავად, საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთსო, დღემდე შუა საუკუნეების ჩარჩოებიდან და სტიგმებიდან ვიცქირებითო. ...ზია ბეი, ამ ჩანაწერების წიგნად გამოცემა თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ დაბეჭდავთ, სადაც არ უნდა ვიყო, გავიგებ და ძლიერ გამიხარდება, რადგან დარწმუნებული ვარ, თუ სადმე წიგნზე ჩემს სახელსა და გვარს შენიშნავს ჩემი ქართველი მეგობარი, აუცილებლად გადაშლის და წაიკითხავს. ვიცი, შეიძლება, სულაც არ ჰგავს ჩემს ნაწერს და სუსტ ტექსტადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ერთ დღე-ღამეში, გაუსაძლისი ტკივილების დროს შეიქმნა მოხუცი მწერლის მიერ.“ (ფრაგმენტები წიგნიდან)
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები