ბოლო გაჩერება

რეიტინგი

4.5 / 5

ნახვა

3605

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

სიესტა

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

მატა მინდელის რომანი „ბოლო გაჩერება“, ერთი შეხედვით, დახვეწილ ინგლისურ იუმორზე აგებულ მოთხრობებს მოგვაგონებს, - ფილდინგის ან გრინისებურს. მაგრამ რაც უფრო კითხვის აზარტში შევდივართ, მით მეტად მისტიური ხდება და ბრედბერისეულ თხრობას თუ სიურეალისტურ პროზას ემსგავსება, რომელშიც უპირატესობა ზებუნებრივი რეალობის არსებობას ენიჭება. მაგრამ რა უნდა ვთქვათ მაშინ, როდესაც ეს რეალობა ჩვენსავე განზომილებასთან თანაარსებობს და მეტაფიზიკა უკვე ფიზიკად გარდაიქმნება? აქ თითქოს სრულიად ბუნებრივადაა ჩართული პარალელური სამყაროები, რომლებიც სინამდვილეში, ალბათ, ერთია. მეხსიერებაშიც თითქოს არაფერი გამქრალა - არც ბრიტანეთის საუნივერსიტეტო კამპუსში გატარებული დღეები, არც ბებერი ჯეიმსის სასტუმრო და არც თანაკურსელების ხმაურიანი წვეულებები. მაგრამ მეხსიერება მაინც ბუნდოვანია და მომხდარში დასარწმუნებლად ის საკმარის საფუძვლად ვერ გამოდგება, როგორც psycho noir-ის ტიპის ნაწარმოებების შემთხვევაში.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978–9941–443–11–4
გამომცემლობასიესტა
გვერდები82
გამოცემის წელი2012