საგალობლები შენთვის
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
4276
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გურამ ოდიშარია
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ამ წიგნში გურამ ოდიშარიას მიერ 1978-1991 წლებში დაწერილი პოეტური ნაწარმოებებია შესული. „საგალობლები შენთვის“ – ასე ერქვა დიდი ხნის წინ გამოცემულ პირველ კრებულსაც და დღეიდან ასე ერქმევა პოეტის რჩეულს, სადაც სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები და პოემებია გაერთიანებული. ფართო მკითხველი გურამ ოდიშარიას იცნობს რომანებითა და მოთხრობებით, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგ იწერებოდა. ავტორი აღნიშნავს კიდეც ერთგან: „1992 წლამდე ლექსებს ვწერდი, შემდეგ ომი დაიწყო. ლექსებმაც დამტოვეს...“. საგულისხმო ფსიქოლოგიური ფაქტია როგორც ერთი პოეტის ბედისწერის, ისე ზოგადად ქვეყნის სულიერი მდგომარეობის თვალსაზრისით. რით არის ეს წიგნი მიმზიდველი და საინტერესო? – ალბათ უფრო გამოხატვის ფორმათა მრავალფეროვნებით, განცდებითა და შთაბეჭდილებებით, რომელიც ზღვიან ქალაქში იბადება და მერე ვრცელდება წყლის, ზეცის, მთვარის, სიჩუმის საგალობლებად, უნებლიე ვედრებებად, გაუგზავნელ წერილებად, საბავშვო ბაღისკენ მიმავალი ბავშვის ფიქრებად თუ სექტემბრის დღიურებად... ერთი სიტყვით, თქვენ წინაშეა ომამდე შექმნილი პოეზია.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები