ბალადა გატეხილ ცხვირზე

რეიტინგი

4.5 / 5

ნახვა

22566

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

არნე სვინგენი თანამედროვე ნორვეგიელი მწერალია. ის ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი საყვარელი ავტორია და მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობს ნორვეგიაში. ამ წიგნის დამსახურებით კი მწერალმა მრავალ ქვეყანაში გაითქვა სახელი. „ბალადა გატეხილ ცხვირზე“ სიმამაცის, შიშის, სპორტისა და მუსიკის შესახებ მოთხრობილი ამბავია, მაგრამ ყველაზე მეტად ისეთი დღეების შესახებ, როცა მოულოდნელად აცნობიერებ, რომ შენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ცამეტი წლის ბარტს მეტად რთული ცხოვრება აქვს, მაგრამ ის ყოველთვის ოპტიმისტად რჩება, რადგან ერთი რამ ზუსტად იცის: გულგატეხილობითა და მოწყენით ვერაფერს შეცვლის. დედას სურს, ბარტმა კრივი ისწავლოს, რათა თავის დაცვა შეძლოს, მაგრამ ბიჭს თავდაცვა სხვაგვარად ესმის: ეს არის დადებითი განწყობა და... ოპერა.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941238338
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები173
მთარგმნელითამარ კვიჟინაძე
გამოცემის წელი2017