ქალური ლოგიკა და ჯაყოს ხიზნები
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
4549
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ქართა ხუნანი
გამომცემლობა
ქართა ხუნანი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ყაფლანი მთაში ცხოვრობდა, თავის ნამუსის ქუდს ისე უფრთხილდებოდა, ღამე ცოლთან, ამეთვისტოსთან რომ დაწვებოდა შთამომავლობის გასამრავლებლად, იქაც არ იშორებდა ნამუსიან თავიდან. ამიტომაც იყო ის ქუდი ნამუსიანი, თორემ სხვა შემთხვევაში ხალხი იტყოდა: ყაფლანს აეხადა ნამუსის ქუდიო. მერე ვიღაცას დაავიწყდებოდა, რომ იმის ქუდზე იყო ლაპარაკი და იტყოდნენ ყაფლანს აეხადა ნამუსიო. ყაფლანი მთაში გაზრდილი კაცი იყო, იცოდა თუ ერთხელ ხალხის ყბაში ჩავარდებოდა, მერე იქიდან საუკუნეების მანძილზე ვეღარ ამოვიდოდა. მთაში ეგრე იციან, რაიმე ამბავს აუცილებლად გააშაირებენ, ლექსად ან პოემად აქცევენ, სახალხოდ დაამღერებენ, ქუჩებში, სახლებში, იალაღებზე, ქალაქებში, დაბა-სოფლებში. ჰოდა ცხოვრობდა ეგრე ყაფლანი თავზე ქუდმოუხდელ-ნამუსიანად, ქედ-კისერ მოუდრეკლად. იმ ქუდს გასარეცხადაც არ აძლევდა ამეთვისტოს, ვაითუ ვინმე გამვლელმა დამინახოს თავშიშველი და უნამუსობა დამწამოსო. ნათქვამია: ქალმა თუ გაიწია ცხრა უღელი ხარკამეჩი ვერ დააკავებსო. როდესაც ყაფლანის თავზე ის ნამუსის ქუდი, სადღეღამისო ხმარებისგან მთის სპეტაკი თოვლივით ჩამოდნა, ხრამებად და ხევ-ხუვებად იქცა, ალაგ-ალაგ ღრუბლის ნაფლეთებსაც დაემსგავსა, ამეთვისტომ ისე გაიწია ქმრისკენ, ცხრა უღელ ხარ-კამეჩსაც კი აჯობა გამწევი ძალებით. ყაფლანი სალი კლდესავით უდრეკი იყო, იმას მტრის ათას კაციან ლაშქართან მარტო შებრძოლებისაც არ ეშინოდა და ცხრა უღელი ხარ-კამეჩის ძალის გამწევ ცოლს როგორ არ გაუწევდა უდრეკ წინააღმდეგობას?! ათამპაპიდან დღემდე, არც ყაფლანი და არც მისი სახელოვანი წინაპრები, პირისპირ ბრძოლაში მტერთან არასოდეს დამარცხებულან, ნამუსის ქუდი ეხურათ და იმიტომ. ნამუსის ქუდიანი კაცი მტერს ზურგს, ანუ თავისი სხეულის უკანა ნაწილს არასოდეს უჩვენებს, უმალ ბრძოლის ველზე ნამუსიანი სიკვდილი ურჩევნია ზურგშექცეულ, უნამუსო სიცოცხლეს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები