იტვირთება...

თოვლი მკათათვეში

ელგუჯა თავბერიძე

1,121 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ელგუჯა თავბერიძის რომანების სერიას მიემატა კიდევ ერთი ნიმუში - „თოვლი მკათათვეში“, ოდნავ განსხვავებული ჟანრისა: პამფლეტური ყაიდის, რაც გამოწვეულია მისი მთავარი გმირის - უფრო სწორად, ანტიგმირის - მოღვაწეობის - უფრო სწორად, ანტიმოღვაწეობის - საერთო გეზით; იმ თადა აშორდიასი, რომლის უკეთური მცდელობაც, სამეგრელოს მოწყვეტისა დედასამშობლოსგან, შავ ლაქად შემორჩება საქართველოს ახალ ისტორიას. ეს გულისხმობდა ეროვნული ცნობიერების დარღვევას, რასაც თავისთავად მოჰყვებოდა ერთიანი ტერიტორიული სხეულის რღვევაც და გახლეჩილი და დეზორიენტირებული საქართველო ისევე დაქანდებოდა თავქვე რუსეთის იმპერიულ ზღვაში ჩასანთქმელად, როგორც სამეგრელოს მხარეც. აუცილებელი იყო ამ შავი ლაქის სრულყოფილად წარმოჩენა, მისი ანალიტიკური განსჯა და შეფასება, მისი ფსიქოლოგიური და სოციალური ძირების დაძებნა და გამოაშკარავება, და ეს ყოველივე მეცნიერული და მწერლური ხელოვნების იმ სინთეზის წყალობით, რაც ასერიგად მომადლებია ელგუჯა თავბერიძეს, და ამიტომაცაა „თოვლი მკათათვეში“ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი სალიტერატურო მდინარებისა.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
"ეს ყო­ვე­ლი­ვე უკ­ვე ის­ტო­რია უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, დრო­ე­ბი­თი ცოდ­ვა-­და­ნა­შა­უ­ლი, ტრა­გი­კუ­ლი ეპო­ქის ერ­თ-ერ­თი ამ­რეკ­ლა­ვი, და მხო­ლო­დღა მწა­რე ღი­მი­ლით მოგ­ვე­გო­ნე­ბი­ნა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ეს გა­ვე­შე­ბუ­ლი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი მცდე­ლო­ბა ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის დარ­ღვე­ვი­სა, სა­მეგ­რე­ლოს მოგ­ლე­ჯას რომ მო­ინ­დო­მებ­დნენ სამ­შობ­ლოს­გან, ამ ღრმად­-ქარ­თუ­ლი მხა­რი­სა, მი­სი ის­ტო­რი­უ­ლი ფეს­ვე­ბი ქარ­თუ­ლი მოდ­გმის და­სა­ბამ­ში­ვე რომ დამ­კვიდ­რე­ბუ­ლა მტკი­ცედ და მძლავ­რად. იმ­პე­რი­ას თა­ვი­სი მი­ზა­ნი ჰქონ­და და... კი­დეც გა­მო­ძებ­ნი­და ამ მხა­რე­ში თა­ვი­სი იდე­ო­ლო­გი­ის გამ­ტა­რე­ბელს - თა­და აშორ­დი­ას, რო­მელ­საც უნ­და ემ­ტკი­ცე­ბი­ნა მეგ­რელ­თა და ქარ­თველ­თა ეთ­ნი­კუ­რი სხვა­დას­ხვა­ო­ბა და ეცა­და ამ კუ­თხი­სათ­ვის თავს მო­ეხ­ვია გან­კერ­ძო­ე­ბი­სა­კენ სწრაფ­ვა და ... მეგ­რუ­ლი ან­ბა­ნი, რო­მელ­ზეც უნ­და ამეტყ­ვე­ლე­ბუ­ლი­ყო ბიბ­ლი­აც, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო ღვთის­მსა­ხუ­რე­ბაც, თარ­გმნი­ლი­ყო კლა­სი­კუ­რი თუ თა­ნად­რო­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბიც და... სწავ­ლა-­გა­ნათ­ლე­ბაც ამ ორ ენა­ზე ყო­ფი­ლი­ყო: მეგ­რუ­ლად და რუ­სუ­ლად. თა­ვის დრო­ზე აღ­კვეთ­დნენ და მკაც­რად აღ­კვეთ­დნენ ამ მცდე­ლო­ბას: ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, აკა­კი წე­რე­თე­ლი, ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი, თე­დო სა­ხო­კია შალ­ვა და­დი­ა­ნი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია თუ სხვა­ნი თავ­გან­წი­რუ­ლი კვე­თე­ბით და ... თით­ქოს­და ის­ტო­რი­ის კუთ­ვნი­ლე­ბა­დაც იქ­ცე­ო­და, მაგ­რამ... დრო­დად­რო ეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მის­წრა­ფე­ბა მა­ინც ამოჰ­ყოფს ხოლ­მე თავს. ამი­ტო­მაც აქ­ცევ­და ელ­გუ­ჯა თავ­ბე­რი­ძე ამ მოვ­ლე­ნა­სა და თა­და აშორ­დი­ას ფსი­ქო­ტიპს მწვა­ვე სა­ტი­რის თე­მად რო­მან­-პამ­ფლეტ­ში „თოვ­ლი მკა­თათ­ვე­ში“, რა­თა იმ გარ­და­სუ­ლი ამ­ბე­ბის მარ­თე­ბულ­მა და ღრმა გა­აზ­რე­ბამ კვლა­ვაც გაგ­ვიკ­ვა­ლოს გზა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი თვალ­თა­ხედ­ვით შეგ­ვა­ხე­დოს ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის. ამი­ტო­მა­ცაა ასე მღელ­ვა­რედ და ექ­სპრე­სი­უ­ლად რომ წარ­მო­სა­ხავს რო­მა­ნის­ტი ამ მოვ­ლე­ნას მთე­ლი თა­ვი­სი სიგ­რძე - სი­გა­ნით და დიდ­ძალ დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლა­ზე დაყ­რდნო­ბით შთაგ­ვა­გო­ნებს, რომ სა­შიშ­რო­ე­ბა სუ­ლაც არ არის ჩავ­ლი­ლი და კვლა­ვინ­დე­ბუ­რად გვმარ­თებს ის თავ­გა­მო­დე­ბა, ან­დერ­ძად რომ გად­მოგ­ვცე­მია ჩვენს დი­დე­ბულ მოღ­ვა­წე­თა­გან." - როსტომ ჩხეიძე.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9518-4-8
სათაური:
თოვლი მკათათვეში
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2017
გვერდები:
424
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
1121
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]