თოვლი მკათათვეში

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

2533

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ელგუჯა თავბერიძის რომანების სერიას მიემატა კიდევ ერთი ნიმუში - „თოვლი მკათათვეში“, ოდნავ განსხვავებული ჟანრისა: პამფლეტური ყაიდის, რაც გამოწვეულია მისი მთავარი გმირის - უფრო სწორად, ანტიგმირის - მოღვაწეობის - უფრო სწორად, ანტიმოღვაწეობის - საერთო გეზით; იმ თადა აშორდიასი, რომლის უკეთური მცდელობაც, სამეგრელოს მოწყვეტისა დედასამშობლოსგან, შავ ლაქად შემორჩება საქართველოს ახალ ისტორიას. ეს გულისხმობდა ეროვნული ცნობიერების დარღვევას, რასაც თავისთავად მოჰყვებოდა ერთიანი ტერიტორიული სხეულის რღვევაც და გახლეჩილი და დეზორიენტირებული საქართველო ისევე დაქანდებოდა თავქვე რუსეთის იმპერიულ ზღვაში ჩასანთქმელად, როგორც სამეგრელოს მხარეც. აუცილებელი იყო ამ შავი ლაქის სრულყოფილად წარმოჩენა, მისი ანალიტიკური განსჯა და შეფასება, მისი ფსიქოლოგიური და სოციალური ძირების დაძებნა და გამოაშკარავება, და ეს ყოველივე მეცნიერული და მწერლური ხელოვნების იმ სინთეზის წყალობით, რაც ასერიგად მომადლებია ელგუჯა თავბერიძეს, და ამიტომაცაა „თოვლი მკათათვეში“ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი სალიტერატურო მდინარებისა.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-9518-4-8
გამომცემლობასაგამომცემლო ცენტრი
გვერდები424
გამოცემის წელი2017