ფაუსტი II

რეიტინგი

4.5 / 5

ნახვა

14802

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832) მრავალმხრივი შემოქმედება, დიდი ხანია, მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა. მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული ნაწარმოებების უმეტესობაში სამყაროს ერთიანობისა და „მშვენიერი ადამიანის“ იდეაა ასახული. მწერალი მხოლოდ ბუნებას როდი აიგივებს ღმერთთან – თვით ადამიანს აღაზევებს ბუნება-ღმერთზე და მას მსოფლიო გონთან მებრძოლ არსებად წარმოადგენს. ეს იდეა გასდევს მისი შემოქმედების მწვერვალს, ეპოქალურ ნაწარმოებს – „ფაუსტს“, რომელსაც გოეთე თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა. „ფაუსტის“ პირველი ნაწილი 1810 წელს გამოქვეყნდა, მეორე – 1832 წელს, მწერლის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე. თუ ტრაგედიის პირველი ნაწილი ხალასი პოეზიითა და ემოციურობით გამორჩეული შედევრია და ძირითადად მიჰყვება დოქტორ ფაუსტის ლეგენდას, მეორე ნაწილში გოეთე მეტ იმპროვიზაციას მიმართავს. ეს ნაწილი, თომას მანის სიტყვებით, „სანახევროდ ფეერიას წარმოადგენს და სანახევროდ – მსოფლიო ეპოსს, რომელშიც გერმანული ენის ყველა წყარო ჩქეფს“. დავით წერედიანმა ამჯერადაც ოსტატურად აამღერა ეს წყაროები ქართულად და შეგვიძლია „ფაუსტის“ მეორე, ნაკლებ დრამატულ და უფრო პოეტურ ნაწილს მშობლიურ ენაზეც გავეცნოთ.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941238635
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები371
თარგმანიგერმანულიდან
მთარგმნელიდავით წერედიანი
გამოცემის წელი2017