სულში რეკავენ შენი ზარები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2306
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
გამომცემლობა
ინოვაციები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ელექტრონული წიგნის შექმნის იდეა დაიბადა 2016 წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანში, ქ. განჯაში, აგრარული უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისას, როდესაც ჩვენს მიერ მონახულებული იქნა ქართველი რომანტიკოსი მწერლის, ნიკოლოზ ბარათაშვილის (1817-1845) სახელთან დაკავშირებული სამახსოვრო ადგილები. წინამდებარე წიგნი მიეძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილის (1817-1845) საიუბილეო თარიღს. სამეცნიერო ნაწილში („სულში რეკავენ შენი ზარები“, რომელიც შედგება 5 ქვეთავისაგან) თავმოყრილია ახალი და უახლესი მასალა, რომელიც ეხება პოეტის შემოქმედების რამდენიმე ლექსის გააზრებასა და მისი სატრფიალო ლირიკის ირგვლივ მკვლევართა ნააზრევის მიმოხილვა-შეფასებას თანამედროვეობის თვალთახედვით, ძირითადად კი, უცხოობაში (ნახჭევანი, განჯა) გატარებული ცხოვრების ბოლო წლების (1844-1845) ე.წ. „თეთრი ადგილების“ ერთგვარ შევსებას, აღნიშნული პერიოდის სხვადასხვა ეპოქის მხატვრულ ტექსტებში ასახვის ილუსტრირებით. ფოტოგალერეაში კი წარმოდგენილია, ძირითადად, ახლადმოძიებული მასალა. ნ. ბარათაშვილის უცხოეთში ყოფნის პერიოდის ფოტოდოკუმენტებით. მასალები მოიძიეს და გამოსაცრმად მოამზადეს პროფესორებმა: ფილ. მეცნ. დოქტორმა თამარ გოგოლაძემ და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა თინათინ მშვიდობაძემ. რედაქტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: ავთანდილ ნიკოლეიშვილი; გარეკანის ფონი აღებულია ინტერნეტიდან http://earth-chronicles.ru/news/2014--01-30-58852; http://geocult.ru/kitayskaya-astrologiya/loshad-znak-zodiaka „ნ. ბარათაშვილის პორტრეტი“-2017, მხატვარი: ავთანდილ ღუდუშაური
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები