ღვარძლი, რომელსაც თესავ
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
7457
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ენჯი თომასი
გამომცემლობა
წიგნები ბათუმში
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ენჯი თომასი თანამედროვე აფროამერიკელი მწერალი და ყოფილი თინეიჯერი რეპერია. აქტივისტური მოძრაობის „Black Lives Matter“ მოღვაწეობით შთაგონებული მისი სადებიუტო წიგნი, „ღვარძლი, რომელსაც თესავ“ ისეთი ხმაურით შეიჭრა ლიტერატურულ სამყაროში, როგორსაც ახალგაზრდული სულისკვეთებისა და უთანასწორობასთან ბრძოლის ჟინის მატარებელი წიგნი იმსახურებს. "ღვარძლი, რომელსაც თესავ"; გეტოს სახარებაა - თუფაქის მუსიკა, თანამედროვე აფროამერიკელთა ცხოვრება, იარაღი, ნარკოტიკებით ვაჭრობა, მკვლელობა... ეს ყველაფერი გეტოს მცხოვრებთა, მათ შორის - მოზარდი სტარის ყოველდღიურობაა. თუმცა, მათი გულგრილობა გრძელდება იქამდე, ვიდრე პოლიციელები უდანაშაულო ხალილს არ შეიწირავენ. და აქედან იწყება ბრძოლა სამართლიანობისთვის, სამართლისა და უკეთესი ცხოვრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რეპერების სიმღერებში აღწერილი კოშმარი ამ წიგნის გმირებისთვის ჩვეულებრივი ყოფაა, "ღვარძლი, რომელსაც თესავ"; სიძულვილისა და სისასტიკის წიგნი არაა. ეს მეგობრობის, უდიდესი თანადგომის, სიყვარულის, სიკეთისა და იმედის წიგნია.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები