იტვირთება...

ქარიშხალი მარგო

ეკატერინე ტოგონიძე

14,001 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
7
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ქარიშხალი „მარგო“ კაცობრიობის ისტორიაში ბოლო სტიქიაა, რომელსაც ქალის სახელი ჰქვია ანუ მდედრობითი სქესი აქვს. ტრიალი, ნაბიჯი, ტრიალი - დედამიწასავით ბრუნავს მოცეკვავე მარგო სცენაზე და მისი ნაბიჯების ფეხდაფეხ ნადგურდება პლანეტის სხვადასხვა ნაწილი, რაც, საბოლოოდ, საერთო კანონზომიერებისა და დარღვეული ბალანსის აღდგენას ემსახურება. ეკატერინე ტოგონიძის რომანი „ქარიშხალი მარგო“ ქართული სოფლებისა და ქალაქების ყოველდღიურობაში გაბატონებულ ძალადობის საკითხს ეხება. ძალადობის, რომელიც მრავალსახიანია და ხშირად რომანტიკული საბურველითაც კი არის შემოსილი, როგორც კულტურაში, ასევე ფოლკლორში. მისი მსხვერპლი შესაძლოა მხოლოდ ერთი კონკრეტული სტატისტიკური არსება ჩანდეს, მაგრამ რეალურად ის მთელი საზოგადოების ყოფაზე ახდენს ქარიშხალივით დამანგრეველ გავლენას. „თითქოს უბრალო აზრია: ქალს ხელი არ უნდა დაარტყა. ეს უბრალოება შეიძლება ლოგიკურად განივრცოს, ქალს ხელი არ უნდა დაარტყა, რადგან ამ შემთხვევაში ხელს, ფაქტობრივად, დედამიწასა და მასზე სიცოცხლეზე აღმართავ და მთელ სამყაროს შეუქმნი საფრთხეს. ეს მეტაფორაა, რომელიც ეკატერინე ტოგონიძემ გააცოცხლა. როდესაც მარგოს ურტყამენ, მისი სახელის ქარიშხალი დედამიწას თავს ესხმის და თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს. ადამიანისა და კოსმოსის ერთიანობის ამ გამოუცნობ ბალანსზეა დაწერილი ეს შედევრი.“ - ლევან ბერძენიშვილი.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ქარიშხალი მარგო
გამოცემის თარიღი:
2017
გვერდები:
67
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
14001
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]