სიტყვას დიდება

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

1599

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

თამაზ ლიპარტელიანი რომ იტყვიან დაღვინებული პოეტია, კლასიკური პოეზიის გზების მიმდევარი. მის სათნო და ამავე დროს მეამბოხე სულს შედევრების შემოთავაზება შეუძლია, რომელიც კარგად ჩანს მის ახალ წიგნში: "სიტყვას დიდება", ის მკითხველს გაკვირვებულსა და გაოცებულს ტოვებს თავისი შეუდარებელი ოსტატობით. შეუდარებელია მისი სატრფიალო ლექსები. მის ლექსებში კარგად ჩანს მარადიული ძიებანი პოეზიის გზაზე. დღეს იშვიათად თუ შეხვდებით მასავით გამბედავსა და უკომპრომისო პოეტს. სამართლიანობის დიდი მოყვარულ ადამიანს, ყოველთვის ვერ ახლავს ოქროს შუალედური ზომიერება, მასში იგრძნობა მეომრის ხმა, რომელმაც მშობლიური კუთხე დაკარგა და მაინც ოპტიმისტურად შეჰყურებს მომავალს. მის ლექსებში იგრძნობა გულის ფეთქვა, სისხლის დუღილი, რაც მისი სამშობლოს საქართველოს ბედსა და ცხოვრებას უკავშირდება ერთ მთლიანობაში.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობათამაზ ლიპარტელიანის წიგნები
გვერდები184
გამოცემის წელი2017