სასაუზმე "ბუდაპეშტი"
რეიტინგი
2.5 / 5
ნახვა
4543
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
მიშა ბახსოლიანი
გამომცემლობა
წიგნები ბათუმში
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
სასაუზმე „ბუდაპეშტში“ სცენა უკვე მზადაა, დეკორაციები გამართულია, მსახიობები კულისებში გარინდულან და რეჟისორის ნიშანს ელოდებიან, რათა საკუთარი როლების შესრულება დაიწყონ. ნიშანი გაისმის და სცენა პერსონაჟებით ივსება. ყველა აქ არის: მარი, გიო, მძინარე ბაჩო, ბუდა როსტომი (იგივე რიტა), ბიჭი ნელი და ქმრის მიერ ცხვარივით დაკლული ნელიც; აქ არიან ტელევიზორის გამომგონებელი ძველი ხეთები, სიკვდილის წინ მუზეუმში გამოფენილი სნეულები, წინაპართაგან ნაანდერძევი ბირჟის გამამაგრებელი ჯეელები და სქელ კვამლში გახვეული რუსთავის გეტო. ამ მოთხრობებში სინამდვილე, გამონაგონი, 90-იანი წლებისა თუ პოსტაპოკალიფსური საქართველო – ყველაფერი ერთმანეთშია გადახლართული, ავტორი კი მათ შორის დასაშვებ ყველანაირ ზღვარს შლის, წარმოსახვით პორტალებს შორის გადაადგილდება და მკითხველს იმაზე დიდი კითხვის ნიშნის წინაშე აყენებს, ვიდრე ის ტალღაა, ყველასა და ყველაფრის წამებში გადარეცხვა რომ შეუძლია.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები