იტვირთება...

ზოგადი ადამიანთმცოდნეობა, როგორც პედაგოგიკის საფუძვლები

რუდოლფ შტაინერი

4,247 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ავსტრიელი ფილოსოფოსის, ჰუმანისტის, მრავალი პრაქტიკული სფეროსთვის განახლების იმპულსის მიმცემის, ანთროპოსოფიულად ორიენტირებული სულისმეცნიერების ფუძემდებლის რუდოლფ შტაინერის (1861-1925) მიერ 1919 წლის 21 აგვისტოდან - 5 სექტემბრამდე შტუტგარტში წაკითხული 14 ლექცია. "მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ანთრო­პოსოფიული საზოგადოების ზოგიერთი წევრის თხო­ვნით დოქ. რუდოლფ შტაინერმა შტუტგარტშიც წაიკითხა ყოვლისმომცველი ლექციები სოციალური ორგანიზმის სამწევროვნების შესახებ, რო­მელნიც მი­სი წიგნის "სოციალური საკითხის ცენტრალური პუნქტები" შინაარსს შეადგენენ. ამ ლექციებმა მოამწიფა ემილ მოლტის გადაწყ­ვეტილება, დაეარსებინა სკოლა, რომელიც თავისუ­ფალი სულიერი ცხო­ვრების ჩანასახი იქნებოდა. მისი თხოვნით დოქ. რუდოლფ შტაინერმა საკუთარ თავ­ზე აიღო ამ სკოლის სულიერი ხე­ლმძღვანელობა და დაუღლელად ზრუნავდა მის განვითარებაზე. თავისუფალი ვალდორფის სკოლის დაარსებას წინ უძღოდა პედა­გოგიური კურსი, რომელსაც დოქ. რუდოლფ შტაინერი 1919 წლის აგვისტო-სექ­ტემბერში სამი კვირის მანძილზე უკი­თხავდა ვალდორფის სკოლის პირველ მასწავლებლებსა და იმ პიროვნებებს, რომელთაც მისეული პედაგოგიკის სულის­კვეთე­ბით სურდათ მოღვაწეობა. კურსი ეძღვნება ადამიანის განხილვას სულიერი, მშვინვიერი და სხეულებრივი თვალსაზრისით. ცხადადაა ნაჩვენები, რომ ადამიანის სწორედ ამგვარი მთლიანობითი განხილვა უნდა იყოს პედაგოგიკის საფუძველი, თუკი ამ უკანასკნელს სურს, რომ არ მოქმედებდეს ბავშვის ბუნებისა და მისი განვითარების კანონზომიერებების საპირისპიროდ და მოზარდი ადამიანის არსების გათვალისწინებით ახდენდეს აღზრდა-განათლებას.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
ISBN 99928 - 877 - 9 - 6
სათაური:
ზოგადი ადამიანთმცოდნეობა, როგორც პედაგოგიკის საფუძვლები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2005
თარგმანი:
გერმანულიდან
მთარგმნელი:
მარინა ბულია
გვერდები:
241
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
4247
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]