მემენტო მორი (MEMENTO MORI)
რეიტინგი
4.5 / 5
ნახვა
15274
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ტერენტი გრანელი
გამომცემლობა
აუდიო გამომცემლობა "ჰერა"
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
მისტიკოსი და მარტოსული, გამჭვირვალე და ზუსტი, ყინწვისის ანგელოზის ფრთების ჩრდილით დაფერილი პოეტური სტრიქონების ავტორი... მასზე ამბობდნენ, ზამთარში პალტო არ ჰქონდა, ცივ სარდაფში ცხოვრობდა, სასაფლაოებზე ღამეს ათევდა და გულზე ლურჯი იების თაიგული ჰქონდა დამაგრებულიო... იმასაც ამბობდნენ, უცნაური მიტოვება იცოდაო, ბევრს კითხულობდა და განსაკუთრებით ახალგაზრდებთან საუბარი უყვარდა პოეზიაზეო. ეს უგულწრფელესი ლირიკოსი, რომელმაც ქართულ პოეზიაში მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხელწერით დაიმკვიდრა თავი, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს, საიდანაც იგი გამოიქცა და სრულიად მარტოსული გარდაიცვალა არამიანცის საავადმყოფოში, 1930 წლის 10 ოქტომბერს... თუმცა, იმაზე მნიშვნელოვანი, რას ამბობდნენ მასზე ან რა იყო სინამდვილეში, ისაა, რომ სანამ პოეზიის თუნდაც ერთი მკითხველი იარსებებს, სანამ თუნდაც ერთ ადამიანს ემახსოვრება სიტყვა "პოეზია", ქართული პოეზიის თითქოს ყველაზე მარტივი და ყველაზე ფაქიზი პოეტური ფორმულა მარადიულად იცოცხლებს: "გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი"...
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები