მოთხრობები

რეიტინგი

4.5 / 5

ნახვა

9947

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

“უცნობი ქალის წერილის” შემქნელი მწერალი ყველასთვის ცნობილი შტეფან ცვაიგია, რომელსაც ქალების გულის მესაიდუმლეს, სენტიმენტალურ და მგრძნობიარე პროზაიკოსს უწოდებენ. ადამიანის ბუნებისა და ფსიქოლოგიის ღრმა წვდომის განსაკუთრებულ უნარს ხშირად ცვაიგის ზიგმუნდ ფროიდთან მეგობრობასაც უკავშირებენ, თუმცა ცვაიგის თხზულებებში მხოლოდ ეს არ არის ღირებული და სიანტერესო. მწერლის ტექსტების სიუჟეტური წყობა, თხრობის მგრძნობიარე და ყველასთვის გასაგები ფორმა, ვნებებისა და განცდების სიღრმე და ლიტერატურად ქცეული ადამიანური ისტორიები ცვაიგის პროზას განუმეორებლად აქცევს და მრავალი წლის მანძილზე არაერთი მკითხველის “მოუთმენელ გულსაც” აღელვებს. მწერლის ცხოვრება ჰგავს კიდეც მისი მოთხრობების სიუჟეტს. 26 წლის მდივანთან ერთად ბრაზილიაში გაქცეული მწერალი საყვარელ ქალთან ერთად საძილე აბების დიდ დოზას სვამს და ორივე რომეო და ჯულიეტას მსგავსად თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობააუდიო გამომცემლობა "ჰერა"
გვერდები542
მთარგმნელინუგზარ ყურაშვილი
გამოცემის წელი2016