და აღმოცენდა თბილისი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

962

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

აუდიო წიგნი თბილისის ისტორიის მკვლევარისა და თბილისის საპატიო მოქალაქის თეიმურაზ ბერიძის მონოგრაფია: „და აღმოცენდა თბილისი“, სადაც წარმოდგენილია ისტორიული მასალები თბილისის შესახებ. თბილისი - კავკასიის ისტორიული ცენტრი და საქართველოს დედაქალაქია. მისი ისტორია თექვსმეტ საუკუნეს მოიცავს. IV საუკუნიდან - დღემდე თბილისი ქართული იდენტობის ცენტრია, ისეთივე შემკრებია ქართველობისა, როგორც იერუსალიმი - ებრაელებისათვის. ჩვენს ქალაქს საუკუნეთა განმავლობაში, მრავალგზის დამუქრებია მტერი, ბევრიც მოუგერიებია გმირთა წყალობით. დიდხანს ყოფილა დაპყრობილი, მაგრამ მაინც გაუტეხელი. სპარსნი, ოსმალონი, ბიზანტიელნი, რუსნი მოდიოდნენ მტრად და საბოლოოდ რჩებოდნენ მოყვრებად, რაკი ჩვენი დედაქალაქი იკრებდა ყველა ჯიშსა და მოდგმას, ყველა ენასა და სარწმუნოებას - ითავისებდა განსხვავებულ კულტურას, თავადაც მდიდრდებოდა და საქართველოსაც ამდიდრებდა საკუთარი მრავალფეროვნებით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ გრძნეული ქალაქის ისტორია: როგორ იბადებოდა და ვითარდებოდა იგი, ქმნიდა საერთო ღირებულებებს, იცავდა მათ მოსისხლე მტერთაგან, იზრდებოდა და კნინდებოდა საქართველოსთან ერთად, მაგრამ მუდამ ინარჩუნებდა იმ სულისკვეთებას, რომელმაც საქართველოს დედაქალაქად და კავკასიის ცენტრად აქცია. თბილისის ისტორიის კვლევისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის ძველი უბნების ისტორიის შესწავლას. აუდიო წიგნში განხილულია ძველი თბილისის ისტორიული უბნები: გარეთუბანი, ვერე, ვეძისი, სეიდაბადი, თაბორის ციხე, კრწანისი, სოღანლუღი, ავლაბარი, ღომელაური, ნავთლუღი, ჩუღურეთი, ელიას უბანი, კუკია და დიდუბე.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობააუდიო გამომცემლობა "ჰერა"
გვერდები386
მთარგმნელინუგზარ ყურაშვილი
გამოცემის წელი2023