იტვირთება...

სტალინი

თენგიზ სიმაშვილი

2020 წელი | Tengiz Simashvili
501 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
15
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ნაშრომის წერისას გამოყენებულია ჩემს მიერ ადრე გამოქვეყნებული მასალების ნაწილი, რომლებიც შევავსე ახლადმოძიებული დოკუმენტებით და ვფიქრობ, იგი საინტერესო იქნება, როგორც სტალინის ბიოგრაფიის შესწავლით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის, ასევე ზოგადად მკითხველისთვის. ნაშრომში საარქივო მასალების ანალიზის საფუძველზე დამუშავებულია სხვადასხვა თემატიკა, რომლებიც ქვემოთ ჩამოთვლილ თავებშია გაანალიზებული: თავი I. იოსებ ჯუღაშვილი და ,,მთაწმინდის ჯგუფი’’ თავი II. იოსებ ჯუღაშვილი, თელავის და სიღნაღის მაზრაში მოქმედი ,,წითელ რაზმელები’’ და ტერორისტები თავი III. იოსებ ჯუღაშვილი, დუშეთის მაზრაში მოქმედი ,,წითელ რაზმელები’’ და ფერეიდნელი ქართველები თავი IV. ,,მთაწმინდის ჯგუფის’’ წევრები და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა თავი V. იოსებ ჯუღაშვილი, ილიკო იმერლიშვილი და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა ნაშრომს თან ერთვის დოკუმენტების ასლები
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ნაშრომი ეხება ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილის რევოლუციურ წარსულს და საქართველოში მის საქმიანობას 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში. იოსებ იოსებ ჯუღაშვილის, როგორც ოფიციალურ ბიოგრაფიაში, ასევე სხვადასხვა კვლევებში ძირითადად საუბარია თბილისში და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მის რევოლუციურ მოღვაწეობაზე. აღმოსავლეთ საქართველოში, ვგულისხმობ ქართლს და კახეთს, იოსებ ჯუღაშვილის რევოლუციურ საქმიანობაზე ინფორმაცია საკმაოდ მწირია. საზოგადოებისათვის ცნობილ მასალებშიც, ასევე არ ,,ჩანს’’ მისი კავშირი ქართლის და კახეთის სოფლებში მოქმედ ,,წითელ რაზმელებთან’’ და ტერორისტებთან. საუბარია ამ რეგიონების სოფლებში და დაბებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ შექმნილ გასამხედროებულ რაზმებზე. ჩემს მიერ მოძიებულ საარქივო დოკუმენტებში და სხვა მასალებში დასტურება იოსებ ჯუღაშვილის კავშირები 1905-1907 წლების რევოლუციის და შემდგომ პერიოდშიც, აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედ ,,წითელ რაზმელებთან’’. მეტიც, იოსებ ჯუღაშვილი ახლადმოძიებული დოკუმენტების მიხედვით გარკვეულწილად წარმართავდა ქართლსა და კახეთში მოქმედი ,,წითელი რაზმების’’ ე.წ. ,,გაერთიანებული შტაბის’’ საქმიანობას, ასრულებდა ერთ-ერთ ხელმძღვანელ როლს. საინტერესოა, რომ იმ დროს აღნიშნულ რეგიონებში მოქმედი ,,წითელი რაზმების’’ ხელმძღვანელის მიერ, თელავის მუზეუმის ფონდებში დაცულ დოკუმენტში დადასტურებულია იოსებ ჯუღაშვილის კახეთში კაზაკებისგან დაპატიმრების ფაქტი, რაც არსად სხვა მასალებში არაა აღნიშნული თავისთავად ცხადია, რომ ეს დოკუმენტები საჭიროებენ გადამოწმებას და ანალიზს, მაგრამ, ვფიქრობ, მათი ჩართვა ამ ნაშრომში აუცილებელია, რადგან ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ მოსაზრებას, რომ იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) ბიოგრაფია, ყოველ შემთხვევაში მისი ცხოვრების ადრეული წლები, არაა საკმარისად შესწავლილი. ნაშრომის წერისას გამოვიყენე ჩემს მიერ ადრე გამოქვეყნებული მასალების ნაწილი, შევავსე ახლადმოძიებული დოკუმენტებით და ვფიქრობ, იგი საინტერესო იქნება, როგორც სტალინის ბიოგრაფიის შესწავლით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის, ასევე ზოგადად მკითხველისთვის.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-25-741-4
სათაური:
სტალინი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2020
გვერდები:
157
კატეგორია:
ისტორიული
ნახვები:
501
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]