კვანტური გენეტიკა, ანუ უსივრცო და უდროო წიგნი ჯერ კიდევ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ცნობილი იყო, რომ ყოველი ახალი ორგანიზმი წარმოიქმნება კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეერთებით, მაგრამ რანაირად გადასცემდნენ პროტოპლაზმის უმცირესი ნაწილაკები შთამომავლობას მშობელთა ნიშნებს, სწავლულთათვის მაინც გამოცანად რჩებოდა.
ჩარლზ დარვინი ვარაუდობდა, რომ მშობლის ყოველი ქსოვილი თუ ორგანო გამოყოფს თავისებურ მოდელებს, რომლებსაც მან პანგენები უწოდა. ეს პანგენები ერთვება კვერცხუჯრედებში და სპერმატოზოიდში, ამ გზით გადაეცემა შთამომავლობას და იმ ორგანოთა ასლებს უვითარებს, რომლებიც მშობლის ორგანიზმში არის.
1869 წელს ფრიდრიხ მიშერმა, უჯრედებს რომ იკვლევდა (გამარტივებული სქემით უჯრედი შედგება ბირთვისა და გარემომცველი ციტოპლაზმისაგან), ამ უჯრედის ბირთვიდან ქიმიური შენაერთის ახალი ტიპი გამოყო, რომელსაც მთლიანობაში “ ნუკლეინი ” უწოდა. ეს ნივთიერება მოგვიანებით “ ნუკლეინურ მჟავებად ” რომ მოიხსენიებდნენ, ფლობდა მჟავურ თვისებებს, უჩვეულოდ მდიდარი იყო ფოსფორით და ამასთან, შეიცავდა ნახშირბადს, ჟანგბადს, წყალბადს და აზოტს.
შემდგომმა კვლევებმა ცხადყო, რომ არსებობს ნუკლეინური მჟავების ორი ტიპი: დეზოქსირიბო-ნუკლეინის მჟავა (დნმ), რომელიც მხოლოდ უჯრედის ბირთვშია და რიბო-ნუკლეინის მჟავა (რნმ), - იგი ბირთვშიც არის და ციტოპლაზმაშიც.
თანამედროვე წარმოდგენა ნუკლეინურ მჟავებზე (დნმ და რნმ), როგორც გენეტიკური ინფორმაციის გადამტან აგენტებზე, თანდათანობით ყალიბდებოდა და მეცნიერთა თავაუღებელი შრომა ედო საფუძვლად; და რაგდან ყველას მოხსენიებას ვერ შევძლებ, თანამედროვე კვანტური გენეტიკის მესაძირკვლეებს მაინც წარმოგიდგენთ.
მორის უილკინსის რენტგენო-სტრუქტურულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ, როგორც ჩანს, დნმ-ს მოლეკულა წარმოადგენს სპირალს - გიგანტურად დახვეულ ძაფს.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ჯეიმს უოტსონმა და ფრენისის კრიკმა 1953 წელს შექმნეს დნმ-ის მოლეკულის სტრუქტურული მოდელი, რომელიც კარგად ხსნიდა გენის ცნობილ თვისებებს: გამრავლების უნარს, ინფორმაციის გადაცემასა და მუტაციას (ცვალებადობას).
დნმ-ის აგებულების მოდელმა სტიმული მისცა უამრავ გამოკვლევას და მიგვიყვანა თანამედროვე მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრალურ პოსტულატამდე, რომლის არსიც ამგვარია:
გენები შედგება დნმ-ისგან და განლაგებულია ქრომოსომებში. ყოველი გენი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც სპეციფიკური თანმიმდევრობით არის კოდირებული დნმ-ის მოლეკულაში. თავად დნმ-ის მოლეკულა - ეს დიდი, ორმაგი სპირალია, ერთიმეორეზე შემოხვეული და წყალბადური კავშირებით შეერთებული. დნმ-ის მოლეკულის გაორებისას (რეპლიკაციისას) ეს ორი ჯაჭვი შორდება ერთმანეთს და თითოეული მათგანი მოქმედებს, როგორც მატრიცა (სტერეოტიპების ჩამოსასხმელი ფორმა, ყალიბი) ახალი, წინასთან დაკავშირებული ჯაჭვისა. ასე მიიღება წყვილი, შვილური ორმაგი სპირალი, რომელთაგან თითოეული შედგება ერთი ძველი და ერთიც ახალი ჯაჭვისაგან.
ამ აღმოჩენისათვის ჯეიმს უოტსონს, ფრენსის კრიკსა და მორის უილკინსს მიენიჭათ ნობელის 1962 წლის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.
ისიც მეტად ნიშანდობლივი ფაქტია, რომ, როგორც ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადმა თეორიამ ისააკ ნიუტონის კლასიკური მექანიკის კანონები თავის კერძო შემთხვევად გადააქცია, დაახლოებით იგივე დამართეს ზემოთ ნახსენებმა ნობელიანტებმა ჩარლზ დარვინის ადამიანის წარმოშობის ევოლუციის თეორიას.
გამოხდა ხანი და მოლეკულური ბიოლოგიის ახალი დარგის - კვანტური გენეტიკის (კვანტი - ლათინურად quantum - რამდენი. რაიმე ენერგიის უმცირესი რაოდენობა. სინათლის კვანტი იგივეა, რაც ფოტონი) სპეციალისტებმა უფრო ღრმად ჩაიხედეს დნმ-ის მოლეკულაში და იქ აღმოაჩინეს კოდირებული ინფორმაცია, რომელიც ადამიანს რაღაც გამოუცნობ ბიოლოგიურ კომპიუტერს ამგვანებს, მეტად რთული და ჯერაც ამოუხსნელი გენეტიკური პროგრამით.
„ სერენდიპული “ - ეს ერთგვარი ნიჭია იმ ფასეული და სასიამოვნო ნივთების პოვნისა, რომელთაც არ ეძებდი და სწორედ სერენდიპულად აღმოაჩინეს კვანტურ გენეტიკაში მოღვაწე მეცნიერებმა, რომ დნმ-ის მოლეკულა მარტოოდენ გენებისაგან კი არ შედგება, რომლებიც იწვევენ განსაზღვრული ცილების სინთეზს და აქედან გამომდინარე, მემკვიდრეობით გადაცემენ სახის მოყვანილობას, ყურისა თუ ცხვირის ფორმას, თვალების ფერს და ასე შემდეგ, არამედ, და უფრო მეტწილად, - კოდირებული ტექსტებისაგან. თანაც ეს ტექსტები იკავებენ მთელი ქრომოსომის შემადგენლობის 95-99 პროცენტს; ამიტომ, მხოლოდ 1-5 პროცენტიღა რჩებათ სხელგანთქმულ გენებს, ცილები რომ ასინთეზირებენ. ქრომოსომებში დაცული ინფორმაციის ძირითადი ნაწილი ჩვენთვის უცნობია.
მეცნიერთა აზრით, დნმ ისეთივე ტექსტია, როგორიც ნებისმიერ წიგნშია, თუმცა აქვს თავისებურებაც - მხოლოდ ასო-ასო და სტრიქონ-სტრიქონ კი არ იკითხება, არამედ ნებისმიერი ასოდან, რადგან სიტყვებს შორის იქ დაშორება არ არის. ამ ტექსტის ყოველი მომდევნო ასოს წაკითხვისას სულ ახალ-ახალ სიტყვებს ვღებულობთ. შეიძლება უკუღმაც იკითხო, თუ მწკრივი ბრტყელია. ხოლო თუ ტექსტის ჯაჭვი სამგანზომილებიან სივრცეშია მოთავსებული, მაშინ ყველა მიმართულებით წაიკითხება. თანაც ეს ტექსტი გაჩერებული არ არის, სულ მოძრაობს, იცვლება - იმიტომ, რომ ჩვენი ქრომოსომები სუნთქავენ, ბრუნავენ, ტრიალებენ და ჰბადებენ ტექსტების გაუგონარ რაოდენობას.
მათემატიკოსებსა და ლინგვისტების ერთობლივმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის მეტყველების, წიგნის ტექსტისა და დნმ-ის სტრუქტურული თანმიმდევრობა მათემატიკურად ძალზე ახლო-ახლოს არის, ანუ ეს ნამდვილად ტექსტებია, ოღონდ ჩვენთვის ჯერაც უცნობ ენაზე.
ასე რომ,