ცათა ქალაქი, ანუ ზესკნელის ათთორმეტთა ეტლთა, შვიდთა მნათობთა, მირიად ვარსკვლავთა, შუასკნელის შვილთა და ქვესკნელის ძალთა გამო ცა - ზე აღსახედი (1, 1 დაბად.).
ცაი არს გარე შემცველი ყოელთა დაბადებულთა და შექმნილთა ნივთიერთა, ხოლო ცანი შეცულ არიან სასუფევლისაგან, სადა არს საყოფელი ანგელოზთა და წმიდათა, ხოლო მხოლოდ ღმერთი არს ყოელთა შემცველი და გარე შემოუწერელი. ცისასა რომელნიმე ოთხთა კავშირთაგან იტყვიან შემზადებასა; ხოლო რომელნიმე გარეშე ოთხთა კავშირთასა ქმნილსა შემოქმედისა მიერ. ქუეყანა არს მრგუალი და გარე შეცული ჰაერისაგან; ხოლო ჰაერი გარე შეცული ეთერისა მიერ; და ეთერი მთოარის ცისა მიერ, რომელსა სახელ ედების ჭირანო; და მერმე აფროდიტის ცა, რომელსა ეწოდების მელტარო; მერმე მზის ცა, რომელსა ეწოდების კოჭიმელი; მერმე არიას ცა, რომელსა ეწოდების ჭიმჭიმელი; მერმე დიას ცა, რომელსა ეწოდების კიმკიმელი; მერმე კრონოსის ცა, რომელსა ეწოდების არბასტრო; მერმე ვარსკულავთ ცა, რომელი აღმოსავლით დასავლად მიიქცევის; მერმე მეორე მძურელი ცა; და მერმე პირველი მძურელი ცა, რომელი ყოელთა ცათა აღმოსავლით დასავლად გარდააბრუნებს და მსგავს არს ბროლისა; ხოლო გარეგანი ცაი არს სამყარო, რომელი შეცულ არს სასუფევლისაგან.
სულხან-საბა ორბელიანი - „ ლექსიკონი ქართული ” .