იტვირთება...

ჩემო მეჟოლია

მიხო მოსულიშვილი

2015 წელი | მიმოსი
4,807 ნახვა
4.8
(0 რეცენზია /6 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
4.7
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
"ჩემო მეჟოლია" არის პიესა ერთ მოქმედებად და თერთმეტ სცენად, ჟანრობრივად ტრაგიკომედია, დაწერილია 2012 წელს მიხო მოსულიშვილის მიერ, მარჯანიშვილის თეატრისა და გაეროს ქალთა ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურს-სემინარის ფარგლებში.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
თორმეტი წლის განმავლობაში შინიდან სამუშოდ წასულ, ამერიკიდან ქმრის წლისთავზე მოულოდნელად დაბრუნებულ სოფოს თავისი სკოლის მეგობარი, შოკა თითქოს ფეხმძიმედ დახვდება. უფრო მეტიც, აღმოჩნდება, რომ არც სოფოს ქმარი, ჩიტო გარდაცვლილა, შოკას ქმარი გამხდარა და მისი საფლავის ქვაც მხოლოდ სოფოსთვის ფულის გამოსაძალად არის გაკეთებული მათი სახლის ეზოში. ქმარიც, დაქალიც და შვილიც (თოკო) იძულებულები იყვნენ, მოეტყუებინათ სოფო, გამოერთმიათ ფული, რომ ბანკში ჩადებული ბინის პროცენტი გადაეხადათ... ახლა კი სოფოს მოულოდნელმა ჩამოსვლამ სულ აურიათ თავგზა. ჩამოდიან ბაქსტერ ო’სალივანი ინვალიდის სავარძლით და მეჟოლია ჩიტის გალიით, რომელიც ო’სალივანების საგვარეულო გერბზეც არის გამოსახული; აგრეთვე მისი ქალიშვილი ელისი. სოფო და ელისი კონტრაქტს დადებენ, რომლის ძალითაც სოფოს ორმაგად აუნაზღაურდება გაწეული შრომა, თუკი მისტერ ო’სალივანს მოუვლის და თანაც ანდერძსაც შეაცვლევინებს. თურმე, სოფოს წამოსვლამ კი ისეთ დეპრესიაში ჩააგდო ბაქსტერ ო’სალივანი, რომ სხვა მომვლელი არ გაიკარა. მისმა ქალიშვილმა, ელისმა მოხუცთა თავშესაფარში დაუპირა ჩაბარება, მაგრამ მისტერ ო’სალივანმა ანდერძი დაწერა, რითაც ექსტრემალებს უტოვებს მთელ თავის ქონებას... ელის ო’სალივანის წავლის შემდეგ სოფო ეუბნება ჩიტოს, შოკას და თოკოს, - ახლა დადექით და თქვენ თავად მოუარეთ ამ კაცს, - ნახეთ, როგორი მოსავლელია ეს კაცი, მარტო ჩემი ორი ათასი დოლარის იმედზე რომ ხართ ყველანიო. ფულს იმის მიხედვით მიიღებთ, როგორც მოუვლითო. ჯერ ჩიტო წაიყვანს სასეირნოდ მისტერ ო’სალივანს და ძალიან უკმაყოფილო დაბრუნდება, რაკი მისტერ ო’სალივანი ყველა სახლთან აჩერებინებს სავარძელს და გაზეთებს ხევს, ის კი იძულებულია, მორჩილად მოგავოს ნახევები და ასე ატაროს მთელი ღამე. მერე თოკო წაიყვანს და ის ცალკე გააფრენს, რაკი მისტერ ო’სალივანმა ბარში ჭიქა ესროლა ნახატს, მერე ბარმენს დაარტყა და შარში გახვია, ღამ-ღამობით კიდევ ამ სასაფლაოს ათხრევინებს... ჩიტო, შოკა და თოკო გადაწყვეტენ, ადამიანის უფლებების დამცველ რომელიმე ორგანიზაციაში უჩივლონ სოფოს, როგორც ოჯახურ მოძალადეს. ამ დროს ბაქსტერ ო’სალივანი თავის მეჟოლია ჩიტს გაუშვებს გალიიდან, რაკი სოფოს თავის მეჟოლია ჩიტად სთვლის, მაგრამ მისი ხელის თხოვნას გადაიფიქრებს, - შენც ამ უქნარების მსგავსი ხარ, რაკი ამათ დახმარებას ცდილობ ისევო, - და ააფეთქებს სასაფლაოს, რომელიც ფეირვერკად გადაიშლება სცენაზე. ფინალურ სცენაში ჩვენი პერსონაჟები ზეციური სამსჯავროს მისადგომებთან არიან: როგორც ჯანმრთელი არსებები, სოფო და ბაქსტერ ო’სალივანი ინვალიდის სავარძლებში მჯდომ ხეიბრებს, - ჩიტოს, შოკას და თოკოს უვლიან და მათ რომ დააძინებენ, მერე სევდიანი საყვედურით გაჰყურებენ შორეთს.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-0-5074-9
სათაური:
ჩემო მეჟოლია
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2015
კატეგორია:
დრამატურგია
ნახვები:
4807
რეიტინგი:
4,8
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(6) რეცენზია
4.8
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [5]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]