იტვირთება...

უჟამო ჟამის რაინდი

მიხო მოსულიშვილი

2013 წელი | მიმოსი
3,395 ნახვა
4.75
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
4.1
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ეს რომანი-მენიპეა ბოლო ორი საუკუნის საქართველოს სულიერ მდგომარეობას ასახავს და შეუნელებელი ინტერესით იკითხება. ავტორი რომანის პროტაგონისტთან, ვაჩე ანდრონიკაშვილთან ერთად დაეძებს უჟამო ჟამის რაინდს და იგივე მდგომარეობაშია მკითხველიც. მხოლოდ ნაწარმოების დასასრულს, ფეირვერკული და ფანტასტიკური კარნავალის (სადაც რუსეთის წარმომადგენელი მწერლები: ფიოდორ დოსტოევსკი და ლევ ტოლსტოი ითხოვენ, რომ საქართველომ კოლონიური ჩაგვრისგან გაათავისუფლოს რუსეთი! — აქ კარნავალისთვის ჩვეულებრივ, რეალობის „შებრუნებულ“ ვითარებასთან გვაქვს საქმე) მოხილვის შემდეგღა აღმოაჩენს მკითხველი, რომ იგი თავადვე ყოფილა რომანის უმთავრესი გმირი, ანუ უჟამო ჟამის რაინდი.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
სულიერ შეჭირვებაში ჩავარდნილი აფხაზეთის ომის გმირი, პაპუა ანდრონიკაშვილი თავის მოკვლას გადაწყვეტს, რაშიც მისგანვე წარმოსახული უცნაური სტუმარი, არქიმანდრიტი იოსტოს ანდრონიკაშვილი შეუშლის ხელს, — მღვდელ-მონაზონი თავის შორეულ შთამომვალს „იდუმალებათა სკივრს“, თავისსავე დაწერილ წიგნს მოუტანს და გადასცემს წინაპართა დანაბარებს, რომ „უჟამო ჟამის რაინდის“ პოვნამდე გადადოს თვითმკვლელობა. ამ მომენტიდან რომანის სივრცე ორ განზომილებაში მოექცევა: ერთი მხრივ, შემდგომი მოვლენები შეიძლება ჩაითვალოს ობიექტური რეალობის ასახვადაც და, მეორე მხრივ, პაპუა ანდრონიკაშვილის სულში მომხდარ ძვრებადაც, რაკი მის გარდა რომანში ცოცხალი აღარავინ არის, — რომანის პროტაგონისტს აწ გარდაცვლილი თავისი წინაპრები და მათი თანამედროვე სხვა პერსონაჟები ევლინებიან. რომანის სიუჟეტურ ქარგაში ორგანულად არის ჩასმული და ჩაწერილი არქიმანდრიტ იოსტორსის შექმნილი „იდუმალებათა სკივრი”. მასში სხვადასხვა ენაზე, „შიშიონების“, იგივე ანდრონიკაშვილების საგვარეულო ქრონიკებია გადმოცემული. ამ წიგნის თანახმად, „შიშიონთა” თვალზურმუხტოვანი მოდგმა „სამარადისო არსებობისათვისაა ხელდებული უფლის მიერ”. იქვე წერია: „სკვითთა ბატონობის ხანას, იგივე ჟამიანობას შიშიონთა შვიდი თაობის კაცნი განასრულებენ, რომელთაგან პირველი მალხაზი იქნება. იქიდან ყოველი კენტი ჭეშმარიტების გზას დაადგება. ყოველი ლუწი გადაუხვევს და ოდეს წინაპარნი გაახსენდება და გამოეცხადებიან, მოდგმის წყევლა წამოეწევა და უღმერთოდ მოკვდება და აღესრულება, გარდაცვალებისა გარეშე. მეშვიდე მხედარი იმ დრაკონს შეებრძოლება, სკვითნი რომ შეუპყრია, მიიცვლება და გამარჯვებული წარმოდგება ზეციურ ქალაქში...“ ფარული ორგანიზაცია „გიორგი“ და ამ ორგანიზაციის წევრები — პაპუას მამა ვაჩე ანდრონიკაშვილი, გელა ჯორჯიკია, დაჩი ოჩიაური, ესიკო ისარლიშვილი, კახა და ჯონდო იამანიძეები — 1983 წელს მიზნად ისახავენ „მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის გზით“ რუსეთის მართვა-გამგეობისგან სამშობლოს განთავისუფლებას. მათი კონსპირაციული საქმიანობა — ჟურნალ „ამირანის“ გამოცემა, პროკლამაციების გასავრცელებლად მზადება და საიდუმლო შეკრებები — მსხვერპლზე დაგეშილი და უნდობლობაზე დაფუძნებული უშიშროების (კგბ) ფხიზელ თვალს არ გამოპარვია. მართლმორწმუნე რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის ერთგულ მოხელეებს პირადი კეთილდღეობა და სამსახურებრივი კარიერა ბევრად მეტი უღირთ, ვიდრე ღირსებაშელახული ქვეყნის ეროვნული თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ამიტომაც დარაჯობენ და კვალდაკვალ მიჰყვებიან სულფონ მომავალზე მეოცნებე ახალგაზრდობის ყოველ ნაბიჯს; მალულად უთვალთვალებენ, სდევნიან, მათ აყვანას გეგმავენ და წინდაწინ ტკბებიან თავიანთი ჟანდარმული მოღვაწეობის მომვალი შედეგებით... მიტოვებული ეკლესიის სახურავზე გაღწეული და სნაიპერებისაგან დაცხრილული ვაჩეს სიკვდილისწინა ხილვა-ჩვენებაში ერთსულ იქნება შთამომავლობა დიდი და სწორუპოვარი მალხაზ ანდრონიკაშვილისა, ისტორიის კუთვნილებად ქცეული ლეგენდარული პიროვნებისა, ღართის კარის, ყარააღაჯისა და მათხოჯის ბრძოლების უებრო გმირისა, სანიშნო ორიენტირად რომ მოჩანს ათწლეულთა და ასწლეულთა ბურუსოვან შორეთში... რომანს გამოკვეთილ ლაიტმოტივად გასდევს რუსეთის იმპერიის როლის საკითხი რიცხოვნებით მცირე ერების ცხოვრებაში. თავისუფლების გზების მაძიებელი ხალხების წინააღმდეგ ფარულად თუ აშკარად მებრძოლი რუსული იმპერია, ზნეობასთან მწყრალად მყოფი და საწყაულაღუვსებელი, არანაირ ხერხს არ ერიდება, ოღონდაც თავის მტაცებლური ჟინი დაიცხროს და დაიკმაყოფილოს.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
უჟამო ჟამის რაინდი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
კატეგორია:
რომანი
ნახვები:
3395
რეიტინგი:
4,75
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
4.75
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]