იტვირთება...

ფრენა უკასროდ

მიხო მოსულიშვილი

2011 წელი | მიმოსი
4,018 ნახვა
4.75
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
4.9
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
"ფრენა უკასროდ" — მიხო მოსულიშვილის თაღლითური, იგივე პიკარესკული რომანი, პოსტმოდერნისტულად ორგანიზებული, არასწორხაზოვანი თხრობით და ქალაქური ჟარგონის გამოყენებით. რომანს საფუძვლად უდევს ქართველი ემიგრანტების ცხოვრება გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ავტორის ირონიული ხედვით გამორჩეული, ჟანრულად რთული და, მიუხედავად ამისა, წასაკითხად იოლი და ხალისიანი თხრობა, როცა ნაწარმოები დაყოფილია არა "თავებად", არამედ "მოყოლილებად", ასახავს ქართველი ემიგრანტის ცხოვრებას გერმანიის ლტოლვილთა ბანაკებში.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
რომანის მოქმედება ხდება მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების გასაყარზე. გერმანიაში მოგზაურობისას პერსონაჟები ხვდებიან თავიანთი დიდი ქართველი წინაპრების სულებს, რომლებიც ამავე ადგილებში მოღვაწეობდნენ (გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, დავით გურამიშვილი). ვაიმარში კი გოეთესა და შილერის სკულპტურები ცოცხლდებიან, რომანის გმირებს, ქართველ და ნიგერიელ ნარკო-ვაჭრებს ეკამათებიან, და იმავე კამათში მონაწილეობას ღებულობს ნიგერიელი ღმერთების მამამთავარი, ოლოკუნი! (ნარკომაფიის იერარქიულ კიბეზე ასვლისას ქართველ ემიგრანტებს მფარველებად მოევლინებიან უაღრესად მომხიბვლელი, თვითმყოფადი, ოდნავ სასაცილო და საშიში ნიგერიელი არამზადები). საბოლოოდ, ინტერნაციონალური არამზადების ჯგუფის მოღვაწეობა მარცხით მთავრდება — რომანტიზირებულ ავაზაკობას წინ აღუდგება გერმანული სასამართლო მანქანა და „აზულიანტებს“ თავ-თავიანთ ქვეყნებში გააძევებენ. როგორც ირკვევა, არც გერმანიაა წარმოჩენილი რომანში იდეალურ სამყაროდ, ვინაიდან არამზადებს გერმანიაში თავიანთი შავ-ბნელი საქმეების თანამზრახველები ჰყავთ და, გარდა ამისა, არც დასავლური ცივილიზაციაა ისეთი რამ, რისი მორყევაც შეუძლებელია.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-0-3160-1
სათაური:
ფრენა უკასროდ
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2011
კატეგორია:
სათავგადასავლო
ნახვები:
4018
რეიტინგი:
4,75
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
4.75
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]