როგორ გაჩნდა პირენეის მთები და ხეობები
ოდესღაც ბასკეთში ყველაფერი სხვაგვარად იყო ვიდრე დღესაა. იქ, სადაც დღეს პირენეის მთებია, ამწვანებული ველები იყო, იქ კი, სადაც ღრმა უფსკრულები მაღალ მთებს კვეთენ, მდორე მდინარეები მიედინებოდა.
მაშინ ადამიანებს და ცხოველებს ერთმანეთის ენა ესმოდათ და პირენეის მთებში ადამიანები, ცხოველები და ფრინველები მშვიდად ცხოვრობდნენ, რომ მთებში უზარმაზარი გველეშაპი არ დასახლებულიყო. მისი სხეული მთაგრეხილებს შორის მიიკლაკნებოდა, კუდი კი პირენეის მთების ძირამდე და საფრანგეთის მდინარე გარონამდე წვებოდა.
გველეშაპს მთელი წელი ეძინა და როცა გაიღვიძა, თავისი ორკაპა ენა გადმოაგდო და მთელი სოფლები გადაყლაპა. ხსნა არსაიდან ჩანდა.ქვებიც კი შიშისგან კვნესოდნენ. ბასკეთის ხალხი მზით ტკბობას, ბავშვებთან თამაშს და მინდვრების დამუშავებას გადაეჩვია., რატომ?’’ სულ ერთია ამ გაუმაძღარი ქმნილებების კუჭში რა მოხდება?
გველეშაპმა აყვავებული ხეობები, მთათა ფერდობები და მინდვრები უდაბნოდ აქცია და ადამიანებმაც ეს ადგილები დატოვეს.
და აი, ერთ ზაფხულს, როცა გველეშაპმა გაიღვიძა და 12 სოფელი ტყეებითა და მისი ბინადრებიანად და მთის ერთი მდინარე თავის თევზზე მთლიანად გადაყლაპა, მერე ისევ დაიძინა და პირენეის ყველაზე მაღალ პიკზე დადო, საფრანგეთის მდინარე გარონის და ესპანეთის მდინარე არაგონის ხეობებიდან ბასკეთის ვაჟკაცები შეიკრიბნენ და დიდხანს ბჭობდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ, როგორ მოეკლათ გაუმაძღარი გველეშაპი და თავიაანთი მთა - ბარი როგორ გადაერჩინათ, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრეს.
მაშინ ერთი ბერიკაცი ადგა და თქვა: გველეშაპი შემოდგომაზე გაიღვიძებს, მაგრამ ჩვენ უფრო ადრე უნდა შევებრძოლოთ, ვიდრე ზაფხულის უკანასკნელი მთვარე მთებს არ ჩასცდება. უმაღლესი პიკის ერთ ფერდობზე ტყე გავჩეხოთ, შეშა დავჭრათ და დიდი კოცონი გავაჩაღოთ.
— რისთვის? — იკითხეს აქრაგონისა და გარონის ხეობებიდან სათათბიროდ მოსულმა ვაჟკაცებმა.
— თქვენ მე არ მომისმინეთ — მიუგო ბერიკაცმა. — ჩვენ დიდ კოცონს გავაჩაღებთ და გველეშაპს გავაღვიძებთ და როცა თვალს გაახელს უმაღლეს პიკზე კოცონს დაინახავს და გაავებული ორკაპა ენას გამოყოფს, კოცონს გადაყლაპავს და მოკვდება.
— ჭკვიანურია, — დაეთანხმნენ სათათბიროდ მოსული ძმაკაცები, შინ დაბრუნდნენ, ცულები აიღეს პიკის ფერდობზე სულ ერთიანად მოჭრეს და კოცონი დაანთეს, ისეთი ალი ავარდა, რომ პირენეის მთების ყველა მცხოვრებმა დაინახა.ისინი მიხვდნენ, რომ მათი უბედურების დასასრულის დრო დადგა და ძალიან გაუხარდათ.და რადგან გაუხარდათ, ისეთი ჟრიამული ატყდა, რომ მათი ხმა ცას სწვდებოდა.გველეშაპი განრისხდა და 3 სოფელი მიწასთან გაასწორა.ხახა გააღო და თავის შემაწუხებლებს ეძებდა, მაგრამ ვერავინ დაინახა.მაშინ თავი მიწისკენ დახარა და უზარმაზარი კოცონის ალები შეამჩნია.რადგან გველეშაპი ცუდად ხედავდა და თან კარგად გაღვიძებული არ იყო, ვერ გაიგო, მის გარშემო რა ხდებოდა.
გველეშაომა კოცონი გადაყლაპა და დაიწვა.მისი ხმისგან მთები შეზანზარდა, მდინარეები უკან მიედინებოდნენ და ჩანჩქერებიც კი გაჩნდა.
პირენეის მთებში გველეშაპი ტკივილისაგან იგრიხებოდა და სადაც აქამდე მთები იყო, ხეობები ჩნდებოდა, მინდვრები უდაბნოდ იქცეოდა, გველეშაპი წიოდა, მიწა იჩვროდა და ქვათაცვენისას ადამიანები გარბოდნენ.გველეშაპმა კი კოცონის ჩასაქრობად მდინარეები სულ შესვა გველეშაპმა თავი უკანასკნელად ასწია და მოკვდა.პირენეებში შიში გაქრა და მთის მდინარეების წყალი, რომელიც გველეშაპმა შესვა ხახიდან უკან გადმოიღვარა და ტბად გადაიქცა.ხალხმა ტბას იზაბეტის სახელი უწოდა, ხოლო გველეშაპს — იზაბეტის ტბის გველეშაპი.
გველეშაპის ხსოვნა ბასკეთის ქვეყანაში სამარადისოდ დარჩა.ჰკითხეთ ნებისმიერს, როგორ გაჩნდა ხეობა, სადაც მისი სახლი დგას ან სოფლის ახლოს მთა როგორ ამოიზარდა? , ეს ყველაფერი გველეშაომა გააკეთა’’ — გიპასუხებთ ბასკი.უზარმაზარი იყო, მაგრამ ჩვენ დავამარცხეთ, რადგან ხალხს, როცა ყველა ერთად შეიკრიბა გველეშაპის აღარ ეშინია.