ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი
ყველაზე მართლის მთქმელი კაცი
დიდცხვირა ჩია ბერიკაცი ბუხართან იჯდა და თავის თავგადასავალს უამბობ-და ირგვლივ შემოკრებილ ხალხს.
— ყოჩაღ, მიუნჰაუზენ, ყოჩაღ! — დაცინვით წამოიძახებდა ვინმე და ატყდებო-და სიცილ-ხარხარი.
ბერიკაცი კი არხეინად განაგრძობდა ლაპარაკს.
უცნაურ ამბებს ჰყვებოდა მიუნჰაუზენი.
— ჰოდა, ავფრინდი მთვარეზე...
— რაო, რაო? მთვარეზე აფრინდი? ჰა-ჰა-ჰა!
— რა გაცინებთ? — მშვიდად მიუგებდა მოხუცი _ ჰო, ავფრინდი და მერე ისევ ჩამოვფრინდი.
— კიდევ სადა ყოფილხარ, მიუნჰაუზენ, სად? — სიცილით ეკითხებოდნენ აქეთ-იქიდან.
— უჰ, სად არა ვყოფილვარ, რა არ მინახავს! სამფეხა ადამიანებთანაც მიცხოვ-რია და თევზის მუცელშიაც... ერთხელ თავიც მომწყდა.
— კარგი, კაცო, ტყუილებით ნუ გაგვებერე! — შეუძახებდა ვინმე.
მიუნჰაუზენი მოიღუშებოდა.
— მიკვირს, რატომ არ გჯერათ? სად მე და სად ტყუილი! ჩემი მეგობარი ბარო-ნები, თავადები და ხონთქრები სულ იმას გაიძახოდნენ — მიუნჰაუზენისთანა მარ-თლის მთქმელი კაცი დედამიწაზე არ დაიარებაო.
ისევ ახარხარდებოდა ხალხი.
— მიუნჰაუზენი და სიმართლის თქმა? ჰა-ჰა-ჰა!
მოხუცი ყურადღებას არ აქცევდა ამ სიცილ-ხარხარს და ახლა იმ ირმის ამბავს ყვებოდა, თავზე რომ ალუბლის ხე ამოუვიდა.
— ირემს ამოუვიდა თავზე ხე?
— დიახ, დიახ, ალუბლის ხე ამოუვიდა. მერე ისეთი ალუბალი ესხა იმ ხეს, ისეთი ტკბილი, ისეთი, რომ...
აი, ასეთი ამბებია ამ წიგნში მოთხრობილი.
წაიკითხეთ და თქვენ თვითონ მიხვდებით მიუნჰაუზენისთანა მართლის მთქმელი კაცი კიდევ იყო დედამიწაზე თუ არა.