იტვირთება...

კრიზისი

ბოკო ჭიღლაძე

2015 წელი | Teleport
2,917 ნახვა
5
(0 რეცენზია /3 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
2
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
"კრიზისი" ახალგაზრდა მწერლის მოთხრობების კრებულია, სადაც 11 ნამუშევარია შესული. მოთხრობები ფსიქოლოგიური სახისაა. ეხებიან ისეთ თემებს, როგორებიცაა: ადამიანის გუნება, მისი თვისებები, სიყვარული, ტკივილი, წარსული, კრიზისი, პრობლემები, სიზმრები და მრავალი სხვა. გამორჩეულია ბოკო ჭიღლაძის წერის სტილი, მისი აზროვნება და შეხედულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ. ფსიქოლოგიური ჟანრის მოყვარულებს გირჩევთ... იკითხეთ და ისიამოვნეთ. მოთხრობები აგრეთვე თარგმნილია რუსულ ენაზე. ესაა მწერალი, რომელიც ყველგან მარცხდება!
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ნაწყვეტი მოთხრობიდან "შექმნილის შურისძიება": ხომ დგება ყოველთვის ისეთი დრო, როდესაც ფიქრობ: „ეს ჩემი ბოლო ნაწერი იქნება და აზრი არ აქვს, მაღიარებენ თუ არა. უკანასკნელი იქნება და მორჩა!“ ხშირად მსგავსი ფიქრებით ჩემი გონებაც შეწუხებულა. უფრო სწორად, რომ ვთქვა ყოველი მოთხრობის წერის შემდეგ. სასაცილოა, მაგრამ თუ არ გიცნობენ, თუ არ გაღიარებენ შენი ხელის ჩაქნევა ვისთვის იქნება ტრაგედია? შენთვის თუ მათთვის? ამიტომ ბრძოლა ღირს. პროზაული ნაშრომის დაწერისას ან დანამდვილებით ვიცოდი, რომ შემდეგიც შეიქმნებოდა ან კიდევ ვამბობდი, რომ საბოლოოდ, ყველაფერი მორჩა. ახლა კი, ვერც ერთ მხარეს ვერ ვემხრობი. ამიტომ მეშინია და ვგონებ, ეს ჩემი ბოლო ხელჩასაჭიდია. დიდება... დიდება... რა კარგად ჟღერს არა? მაინც როდის მოდის წარმატება, თუ არა მაშინ, როდესაც ხვდები, რომ მათ სხვა გზა აღარ აქვთ. ხალხს ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა მოუსპო. ეს რთული და შრომატევადია, მაგრამ ხომ იცი, აღიარების გარეშე, რიგითად სიკვდილს რასკო, ვერ გადაიტან . აჰ, რაღაცამ მიკბინა ! ზამთარში ნუთუ კიდევ დაფრინავს რამე? ზაფხულში კოღოებმა დამგლიჯეს, ტყავი გამაძვრეს. ნეტავ რა იზიდავთ? ახალი გაკრული შპალერი თუ ჩემი სისხლი? არა, ისინი შპალერს არ ჭამენ, მათ უბრალოდ წებოს სუნი უყვართ, რომლის დახმარებითაც კედლის სიმახინჯეს ვმალავთ. ოთახში ნახატები მაქვს ჩამოკიდებული. ეს უკვე გითხარით. ერთ-ერთი ზომით საკმაოდ დიდია. ზურგით შებრუნებული კაცი, რომელსაც ერთ ხელში ჟღალი ფერის ბეწვი უჭირავს, მეორეში კი საპონი. 30 წლის იქნება სადღაც. უცნაურ ხასიათზე მაყენებს, მაგრამ მისი მოშორება არასოდეს მიცდია, ვინაიდან მაგონდება, რომ თუ რამე ღირებული შემიქმნია, ეს უჩვეულო გუნებაზე მყოფს გამიკეთებია...
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
კრიზისი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2015
გვერდები:
110
კატეგორია:
მოთხრობა
ნახვები:
2917
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(3) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]