იტვირთება...
მთავარი
წიგნები
კატალოგი
მოხმარების წესები
ჩვენ შესახებ
„საბას“ შესახებ
სიახლეები
პროექტები
ვიკიპედია ქართულად
პრემია "საბა"
კონკურსის შესახებ
კონკურსის ისტორია
წესდება
საკონკურსო განაცხადი
/
კონტაქტი
შესვლა
|
რეგისტრაცია
ელ. წიგნი
ელ. წიგნი
ავტორი
გამომცემელი
შესაძენი წიგნები
რაოდენობა
0
0.00
მთავარი
/
წიგნები
/
დრამატურგია
/
გიაურ-ყუში
გიაურ-ყუში
მიხო მოსულიშვილი
2015 წელი |
მიმოსი
დრამატურგია
3,584
ნახვა
5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
4.4
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
გიორგი სააკაძის დროინდელი საქართველოს მდგომარეობა დღევანდელს მიაგავს: ევროპა მაშინაც შეშფოთების გამოთქმით კმაყოფილდებოდა საქართველოს ოკუპაციის გამო, შაჰ აბასი კი არხეინად განაგრძობდა ქვეყნის დაპყრობას... შაჰ აბასი თავისი გარდაცვლილი ბებიის, შალიკაშვილის ქალის მიერ დატოვებულ ინდაურებს უვლის და მემატიანე ისკანერ მუშნის შესჩივის, რომ ვერ გაუგია, რატომ ჩხუბობენ მისი ინდაურები გამუდმებით. მოულოდნელად ინდაურები ლაპარაკს იწყებენ. ერთი მათგანი, მისიონერი პიეტრო დელა ვალე რომის პაპს, ურბან მერვეს კომედია დელარტეს დასის „ფედელის“ მსახიობების მონაწილეობით სპექტაკლად წარმოუდგენს თავის ანტითურქული კოალიციის პროექტს, რომლითაც კაზაკები და ირანი უნდა გაერთიანდნენ თურქეთის წინააღმდეგ გიორგი სააკაძის მეთაურობით. პიეტრო დელა ვალეს იმედს, რომ ამ პროექტის გამო საქართველოს კურატორად დანიშნავენ, აღსრულება არ უწერია, რადგან ამავე თანამდებობას უმიზნებს ინკვიზიტორი ჩეზარე ბორგეზეც, მისი მოყვანილი დასი „აჩეზი“ წარმოადგენს გიორგი სააკაძის აღსასრულს თურქეთში. ურბან მერვე აღშფოთებას გამოთქვამს შაჰ აბასის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო და შეშფოთებით აღნიშნავს, რომ თუმცა გიორგი სააკაძის სიკვდილის გამო ანტითურქრული კოალიციის პროექტი ჩაშლილია, მისიონერები მაინც უნდა გააგზავნონ საქართველოში, რათა ქვეყანა მოამზადონ რომის ეკლესიაში მისაღებად. მსახიობებს შორის იწყება ჩხუბი, სადაც შაჰ აბასიც ჩაერევა, რაკი ჩეზარე ბორგეზეს დიდებულ სამოსში თავისი შვილის მკვლელს, ბებუთ ხანს ამოიცნობს... ერთ ქვაბში შაჰ აბასი საცივს აკეთებს გიორგი სააკაძისგან, მეორე ქვაბში კი ურბან მერვე იტალიურად ამზადებს ინდაურს ბადრიჯნით კორიოლანუსისგან. მოფრინავს გიუარ-ყუში, რომელიც შაჰ აბასს და ურბან მერვეს ამცნობს, რომ თავად ისინიც ჯოჯოხეთის დიდ ქვაბში არიან.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
სალამანდრა
მიხო მოსულიშვილი
1
ყიდვა
მადლის ქვა
მიხო მოსულიშვილი
8.25
ყიდვა
ჰელესა
მიხო მოსულიშვილი
3
ყიდვა
ფრენა უკასროდ
მიხო მოსულიშვილი
4.9
ყიდვა
უჟამო ჟამის რაი...
მიხო მოსულიშვილი
4.1
ყიდვა
სულის ცხენი
მიხო მოსულიშვილი
1.9
ყიდვა
ჩემო მეჟოლია
მიხო მოსულიშვილი
4.7
ყიდვა
თითქმის პიკასო ...
მიხო მოსულიშვილი
4.4
ყიდვა
ცათა ქალაქი
მიხო მოსულიშვილი
1.5
ყიდვა
სულის მდინარე
მიხო მოსულიშვილი
3
ყიდვა
არსაიდან არსაით...
მიხო მოსულიშვილი
4
ყიდვა
სიტყვითდუელები
მიხო მოსულიშვილი
1.2
ყიდვა
პარაბოლები
მიხო მოსულიშვილი
4.5
ყიდვა
7 მოთხრობა
მიხო მოსულიშვილი
3.5
ყიდვა
სამყაროს ჯარისკ...
მიხო მოსულიშვილი
1.1
ყიდვა
ვაჟა-ფშაველა, ა...
მიხო მოსულიშვილი
5
ყიდვა
Le détective pa...
მიხო მოსულიშვილი
1.3
ყიდვა
გედები თოვლქვეშ
მიხო მოსულიშვილი
2.8
ყიდვა
დიდი ძუ დათვი
მიხო მოსულიშვილი
4
ყიდვა
Laudakia Caucas...
მიხო მოსულიშვილი
1.5
ყიდვა
ობობა
მიხო მოსულიშვილი
4.2
ყიდვა
დიდი ძუ დათვი
მიხო მოსულიშვილი
3
ყიდვა
კამანი (დილოგია...
მიხო მოსულიშვილი
2.1
ყიდვა
უკანასკნელი თოლ...
მიხო მოსულიშვილი
7
ყიდვა
ფორე მოსულიშვილ...
მიხო მოსულიშვილი
9.99
ყიდვა
წერილი ლიახვს
ენრიკო კვაღინიძე
3
ყიდვა
მუუ...
ზურა ქიქოძე, გაგა ნახუცრიშვილი
3
ყიდვა
თითქმის პიკასო ...
მიხო მოსულიშვილი
4.4
ყიდვა
ჩემო მეჟოლია
მიხო მოსულიშვილი
4.7
ყიდვა
ახალი ზღაპარი (...
პაატა ტეტუნაშვილი
5
ყიდვა
ლაბადა და ფეხსა...
ბასა ჯანიკაშვილი
0.01
ყიდვა
დიქტატურა
ბასა ჯანიკაშვილი
2.5
ყიდვა
პეიზაჟს აკლია ს...
თამარ ბართაია
7.9
ყიდვა
სხვისი შვილები ...
დავით გაბუნია
4.2
ყიდვა
მთავარი როლი
თამარ ბართაია
4.4
ყიდვა
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
დიდი ქვაბში არის სპარსული სამეფო სასახლის ერთი დაბაზი, სადაც შაჰ აბასი თავისი გარდაცვლილი ბებიის, შალიკაშვილის ქალის მიერ დატოვებულ ინდაურებს უვლის. როგორც ირკვევა, ადრე ვიღაც ქართველ ვაჭარს ვენეციიდან ინდაურები ჩამოუყვანია, რაც შეუტყვია შაჰ აბასის მემატიანეს, ისკანდერ მუშნის და შალიკაშვილის ქალისთვის უთქვამს. შალიკაშვილის ქალი კიდევ თავის შვილიშვილს შესჩენია, უყიდინებია ის ინდაურები, მერე მოუმრავლებია კიდეც და ისე გახალისებულა იმათ მოვლაში, რომ საცივიც კი გამოუგონია და ისე აღსრულებულა, ხოლო ინდაურები კი შვილიშვილისთვის დაუტოვებია მოსავლელად. შაჰ აბასი შეწუხებულია, - მართალია, კარგად უვლის ამ ფრინველებს, მაგრამ ვერ გაუგია, რატომ იყოფიან მისი ინდაურები ორ მოწინააღმდეგე ბანაკად და დაუნდობლად რატომ ჩხუბობენ გამუდმებით. ამ დროს ალაპარაკდება მისი ერთი ინდაური და გაეცნობა, როგორც რომის პაპის კამერიერე პიეტრო დელა ვალე, რომელმაც რომის პაპს, ურბან მერვეს და კარდინალთა საბჭოს უნდა ანახვოს კომედია დელარტეს ვენეციურ-ლომბარდიული დასის „ფედელის“ წარმოდგენა, საიდანაც გამოჩნდება მისი ანტითურქული პროექტის აღმასრულებელი მხედართმთავარი. თუ პიეტრო დელა ვალეს პროექტი გავიდა, მას იმედი აქვს, რომ საქართველოს, იგივე მგლისქვეყნის (საშუალო სპარსულზე „ვრკან“ - მგელი) კურატორად დანიშნავენ. მგლის ქვეყნის კურატორად დანიშვნა უნდა კარდინალ ბორგეზეს მოულოდნელად გაცოცხლებულ ძმისშვილს, ინკვიზიტორ ჩეზარე ბორგეზესაც, ამიტომ იმასაც უქირავებია კომედია დელარტეს ნეაპოლიტანური დასი „აჩეზი“ და ისიც აპირებს წარმოდგენის ჩვენებას. რაკი რომის პაპი დაინტერესებულია, რომ თურქებისგან გაათავისუფლოს ქრისტიანული სამყარო, ამიტომ მოვიდა პიეტრო დელა ვალეს ანტითურქული კოალიციის პროექტის გასაცნობად. „ფედელის“ დასის ინდაური მსახიობები იწყებენ წარმოდგენის ჩვენებას, რომლის მთავარი გმირია მგლის ქვეყნის ერთი ორგულა სარდალი, სახელად დიდი მოურავი, იგივე გიორგი სააკაძე. მგლის ქვეყნიდან გამოქცეული მოურავი შაჰ აბასის კარზე მიდის, ხდება მხედართმთავარი, სპარსეთს შემოუერთებს ბაღდადს, ინდოეთს და ყანდაარს. მერე რამდენჯერმე ილაშქრებს საკუთარ ქვეყანაში და ააოხრებს, ბოლოს კი უღალატებს შაჰ აბასს, მარტყოფის ბრძოლაში დაამარცხებს სპარსეთის ჯარს, მაგრამ ახლა მგლის ქვეყანაში მოინდომებს გამეფებას, იქაური მეფის მომხრეები დაამარცხებენ ბაზალეთის ტბასთან და მოურავი იძულებულია თურქეთში გაიქცეს. აი, სწორედ ეს კაცი უნდა პიეტრო დელა ვალეს თავისი ანტითურქული კოალიციის მთავარსარდლად; ხოლო თავად ანტითურქული კოალიცია გულისხმობს პოლონეთის მეფის მორჩილებაში მყოფი დნესტრისპირა კაზაკებისა და შაჰ აბასის ირანის გაერთიანებას თურქების წინააღმდეგ, რაზედაც ორივე მხარე თანახმაა და სადაც დამაკავშირებელი როლი უნდა შეასრულოს მგლის ქვეყანამ, რომლის დასავლეთი მხარე დაექვემდებარება პოლონეთის მეფეს, ხოლო აღმოსავლეთი კი - რომის პაპს. ურბან მერვეს ბრძანებით თავიანთი სპექტაკლს თამაშობენ ჩეზარე ბორგეზეს დაქირავებული ვენეციური დასის, „აჩეზის“ მსახიობებიც, რომლებიც წარმოადგენენ მოურავის აღსასრულს თურქეთში. ურბან მერვე აღშფოთებას გამოთქვამს შაჰ აბასის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო და შეშფოთებით აღნიშნავს, რომ თუმცა გიორგი სააკაძის სიკვდილის გამო ანტითურქრული კოალიციის პროექტი ჩაშლილია, მისიონერები მაინც უნდა გააგზავნონ საქართველოში, რათა მათ ქვეყანა მოამზადონ კათოლიკურ ეკლესიაში გასაწევრიანებლად. წასვლამდე ურბან მერვე დაინტერესდება, რამდენი უნდა გადაუხადოს „აჩეზის“ დასს ჩეზარე ბორგეზემ, თუკი პიეტრო დელა ვალემ „ფედელის“ დასს ათასი დუკატი გადაუხადა. ჩეზარე ბორგეზე მსახიობებს აძლევს ქისას, სადაც მისი სიტყვით, ათას ხუთასი დუკატია, მაგრამ გაირკვევა, რომ იმ ქისაში მხოლოდ კენჭები ყრია. არ უნდა გეთამაშათ ჩვენი საწინააღმდეგო წარმოდგენა და არც მოტყუვდებოდითო, უსაყვედურებს „აჩეზის“ დასს „ფედელის“ დასი. რა თქვენი საქმეა, სად ვითამაშებთო, შეუტევენ ისინიც და იწყება ინდაურების ორ დასს შორის ჩხუბი. მოურავისთვის რომ კასტარაცია ჩაგვეტარებინა, ეს ჩხუბიც არ მოხდებოდაო, წუხს ისკანდერ მუშნი. შაჰ აბასი მიხვდება, რომ ჩეზარე ბორგეზეს დიდებულ სამოსში მისი შვილის მკვლელი ბებუთ ხანი გამოწყობილა და ჩხუბი უფრო მწვავდება. ბოლოს კი დიდი ქვაბში შაჰ აბასი მოურავს ხარშავს, რომ ქართული საცივი გააკეთოს მისგან; ხოლო მეორე ქვაბში კი ურბან მერვე ხარშავს კორიოლანუსს, რომ ინდაური ბადრიჯნით გააკეთოს იტალიურად. მოფრინდება გიუარ-ყუში, რომელიც შაჰ აბასის მიერ კასტრირებული და ამის გამო გარდაცვლილი თეიმურაზ მეფის შვილი ალექსანდრეცაა, კასტირირების გამო შეშლილი მეორე შვილი ლევანიც და შაჰის ბრძანებით ნაწამები თეიმურაზის დედაც, ქეთევან დედოფალიც. გიაურ-ყუში შაჰ აბასს და ურბან მერვეს ამცნობს, რომ თავად ისინიც ჯოჯოხეთის დიდ ქვაბში არიან. ეს პიესა იწერებოდა 1994-2015 წლებში.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
გიაურ-ყუში
ავტორი:
მიხო მოსულიშვილი
გამომცემელი:
მიმოსი
გამოცემის თარიღი:
2015
კატეგორია:
დრამატურგია
ნახვები:
3584
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
5
[2]
4
[0]
3
[0]
2
[0]
1
[0]
წიგნის შესახებ
გიაურ-ყუში
მიხო მოსულიშვილი
3584
ნახვა
წასაკითხი
რჩეული
4.4
ლარი
ყიდვა
სარჩევი
ყდა
გიაურ-ყუში
გიაურ-ყუში
მიხო
მოსულიშვილი
გიაურ-ყუში
ფანტასმაგორიული
ტრაგიფარსი
ორ
მოქმედებად
და
ოცდაერთ
სურათად
მოქმედებენ:
ინდაურები,
რომელთა
ერთი
ნახევარი
არის
კომედია
დელარტეს
ვენეციურ-ლომბარდიული
„
ფედელის
“
,
ხოლო
მეორე
კი
ნეაპოლიტანური
„
აჩეზის
“
დასის
მსახიობი:
1.
შაჰ
აბასი
-
სპარსეთის
მეფე
2.
ისკანდერ
მუნში
-
საჭურისი
მწერალი
3.
ურბან
მერვე
-
რომის
პაპი
4.
ჯანგურგოლო
პამფილიო
-
კარდინალი
და
თან
კასტრანტი
მომღერალი
5.
ჩეზარე
ბორგეზე
-
წმინდა
ინკვიზიციის
ინკვიზიტორი,
იგივე
ბებუთ
ხანი
6.
პიეტრო
დელა
ვალე
-
სპარსეთში
მოგზაური,
რომის
პაპის
კამერიერე
7.
მარიუჩა
-
იგივე
თინათინ
ძიბა,
პიეტრო
დელა
ვალეს
მეუღლე
8.
მოურავი
-
გიორგი
სააკაძე
9.
ხუსრევ
ფაშა
-
თურქეთის
დიდი
ვეზირი,
სულთანის
დის
ქმარი.
10.
მუსტაფა
ბეი
-
ხუსრევ
ფაშას
ჯაშუში
11.
გორგასალი
-
ბეჟანის
მამა,
მოურავის
მოხუცი
მსახური
12.
კორიოლანუსი
-
რომაელი
დიდებული
და
მხედართმთავარი
გიაურ-ყუში
-
ფრინველი
სპარსეთში.
როგორც
ქართველები
ამბობენ,
მისრსა
და
შირაზში
ერთი
მომცრო
ფრინველი
არის,
გვრიტის
მსგავსია
და
მგზავრს
რომნახავს,
ქართულად
ეძახის:
„
ნუ
გათათრდები!
“
და
ამ
მიზეზით
თათრები
გიაურ-ყუშს,
ანუ
„
უსჯულო
ფრინველს
“
ეძახიან.
გიაურ-ყუში
წარმოადგენს
სამი
ადამიანისსულს:
13.
გიაურ-ყუში
ბებია
-
შაჰ
აბასის
მიერ
სჯულის
გამოუცვლელობის
გამო
წამებით
მოკლული
ქეთევან
დედოფლის
სული
14.
გიაურ-ყუში
პირველი
შვილიშვილი
-
შაჰ
აბასის
მიერ
კასტრირებული
და
ამის
გამო
ჭკუიდან
გადასული
ქეთევან
დედოფლის
პირველის
შვილიშვილის,ლევანის
სული
15.
გიაურ-ყუში
მეორე
შვილიშვილი
-
შაჰ
აბასის
მიერ
კასტრირებული
და
ამის
გამო
გარდაცვლილი
ქეთევან
დედოფლის
მეორე
შვილიშვილის,
ალექსანდრესსული.
მოქმედების
დრო:
ახლანდელი.
მოქმედების
ადგილი:
დიდი
ქვაბი.
დეკორაცია:
დიდი
ქვაბში
არის
შაჰ
აბასის
სასახლის
ერთი
დაბაზი,
სადაც
გამუდმებული
თუხთუხის
ფონზე
დროდადრო
განწირული
კივილი
და
იმ
კივილის
ჩასახშობადზანზალაკების
რეკვა
ისმის
ხოლმე.
დარბაზის
ერთ
მხარეს
მოწყობილია
თანამედროვე
ევროპული
ოფისი
-
პრიალა
მაგიდებით,
მგორავი
სავარძლებით,
კომპიუტერებით
და
ლეპტოპებით.
დარბაზის
მეორე
მხარეს
არის
საქათმე,
ფრინველების
შემოსაჯდომი
ხარიხებით
და
ხის
ყუთებში
ჩაფენილი
თივით
-
კვერცხის
დასადები
საბუდრებით.
აქვედგას
მაგიდა,
სადაც
აწყვია
ათასნაირი
ხელსაწყოები
-
ლანცეტები,
მარწუხები,
შანთები,
სადგისები,
ჩაქუჩები
და
ასე
შემდეგ.