იტვირთება...

დაცემა

ბოკო ჭიღლაძე

2015 წელი | Teleport
2,849 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0.25
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ბოკო ჭიღლაძის მორიგი მოთხრობა. თანამედროვე მწერალი საინტერესო, აქამდე არნახული იდეების ფურცელზე გადატანას კვლავ შესაშურად ახერხებს. ჟანრი უცვლელი რჩება. ფსიქოლოგიური და, რა თქმა უნდა, მორალის, შინაარსის მქონე. თუ გნებავთ ცხელ ზაფხულს, კიდევ უფრო ცხელი მოთხრობით შეხვდეთ, დამიჯერეთ, არ ინანებთ!!! რთულია, 17 წლის მწერალი რთულ საფეხურეებს შეეჭიდოს, მაგრამ მან უკვე შექმნა თავისი ისტორია. სულ მალე ავტორის წიგნს ბიბლუსშიც ვიხილავთ.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
მოთხრობაზე საუბარი, ზოგადი მიმოხილვა ცოტათი უხერხული იქნება, რადგან თითოეული სიტყვა უდიდესი მინიშნებაა, თითოეული სიტყვა მრავლისმომცემია... ნაშრომს ყველა ინდივიდუალურად მიუდგება... არ დავუშვათ, რომ ღირსეული მკითხველი გაქრეს... "- ვიცი ამჯერად გადაწყვეტილების მიღება ათმაგად უფრო რთულია, მაგრამ ტყუილუბრალოდ რად დავკარგოთ თავდაჯერებულობა, რად იფიქრონ რომ მერყევი განწყობისა ვართ?! - ოდნავ ხრიწიანი ხმით თქვა სესემ და გადაეშვა. წამის შემდეგ კედილიც უკან მიყვა. ძირს ელვისსისწრაფით ეშვებოდნენ. მსგავსი სანახაობა გულს უხეთქავდათ. მიქროდნენ და ამავდროულად ტკბებოდნენ კიდეც. ანაზდად კი ბევრი რამ შეიცვალა... - სესე !!! მარჯვნივ გაიხედე!!! სასწრაფოდ!!! - ენა ჩაუვარდა კედილ ქეირს და სულ მთლიანად გადაფითრდა. შენობებიდან, კლდეებიდან, აივნებიდან ხახლი თავიანთი სურვილით პანტა-პუნტით ცვიოდა. სახეგაყინული, გაშეშებული სესე და ქეირი თვალს ადევნებდნენ ასფალტზე გაშოტილ , ბლანტ სითხეში მოგუნგლავე ცხედრებს. წამით ნატრობდნენ დროის გაჩერებას და ხალხის იმ ნაწილის გადარჩენას ვინც ჯერ კიდევ ჰაერში იყო, მაგრამ უკვე გვიანი გახლდათ. კედილის თვალის ჭრილიდან გადმოფრქვეულ კურცხლებს ქარი ჰაერში ჭრიდა. - აი , შედეგი !!! - დაიღრიალა კედილმა და თავი უფრო დაიმძიმა, უნდოდა მიწას მისი სხეული დაებეჟა, მტვრად ექცია, დაენაწევრებინა, აღარ სურდა მშვიდობიანი დაშვება... სესეს არაფერი უთქვამს. უეცრად თვალი პატარა ბავშვს მოკრა, რომელიც ეს ესაა გადმოხტა. ხელში ბანერი ეჭირა. კადრი გაიყინა . . . პირენმა თვალები დაძაბა და წარწერა წაიკითხა : „ მეც შემიძლია ვიყო სესეს და კედილის მსგავსი .“ ბავშვი მანქანას ბღავილით დაასკდა. წამსვე გაჩერდა გული. ეს ყველაფერი კედილმაც დაინახა და დაიყვირა - ასე მალე როგორ მოხდა?! როგორ გაიგეს ჩვენი ვინაობა?!"
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
დაცემა
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2015
კატეგორია:
მოთხრობა
ნახვები:
2849
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]