იტვირთება...

პილატე პონტოელი და კაიაფა

გიორგი კაჭარავა

2015 წელი | რიო-გიო
4,488 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
10
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ისტორიული რომანი დღემდე ბურუსით მოცული პონტოელი პილატეს ცხოვრების შესახებ... დაბადებიდან - საბოლოო გადასახლებამდე. პილატე პონტოელი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მისტიურ პიროვნებად, ადამიანთა მოდგმის მთელი ისტორიის მანძილზე და მარად ასეთი დარჩება, ვიდრე იარსებებს ეს მოდგმა... ყრმობა, ჭაბუკობა, კაცობა და ღრმა მოხუცებულობა... დაძაბული ურთიერთობა კეისარ ავგუსტუსთან, მეგობრობა ავგუსტუსის მემკვიდრე გერმანიკუსთან და ღია დაპირისპირება ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ტირან ტიბერიუსთან. მოულოდნელი სიყვარული 50 წლის წლის ასაკში მასზე 30 წლით უმცროს, მაგრამ საოცრად გონიერ კლავდიასთან... უდიდესი სიყვარული, ეჭვი, ჭმუნვა, კაეშანი... უძველესი გვარის უკანასკნელი შთამომავლის გასაოცარი ისტორია იწყება რომში, სადაც იწინასწარმეტყველეს ამ ადამიანის დაუჯერებელი მომავალი, და ზენიტს აღწევს, როცა კეისარ ტიბერიუსის მიერ პრეფექტად და პროკურატორად იგზავნება იუდეაში... შეხვედრა და საიდუმლო დაპირისპირება იუდეას სულიერ წინამძღოლ კაიფასთან, რაც იესო გალილეველის ისტორიის ფონზე სასტიკ დაპირისპირებაში გადაიზრდება... სწორედ ამ ორი ადამიანის მიერ პირველ პირში მოყოლილი ისტორია მით უფრო საინტერესოს ქმნის ამ გასაოცარ რომანს, რომელიც 30 წლის მანძილზე იწერებოდა...
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
პილატე ამ ქვეყანას პონტოელთა უძველესი გვარის უკანასკნელ ნაშიერად ევლინება და ჯერ კიდევ ჩვილი იპყრობს რომის ყურადღებას, ოდეს იუპიტერის ტაძრის ორაკული გასაოცარ წინასწარმეტყველებას წარმოთქვამს: - ახალშობილი იქნება ყველაზე ცნობილი რომაელ კაცთა შორის და მის სახელს წარმოსთქვამენ ადამიანთა ვაების დასრულებამდე ღმერთთა უფლის სახელთან ერთად... ამ წინასწარმეტყველებას თავისებურად და ერთგვარი სიფრთხილით განმარტავენ კეისარ ავგუსტუსის სასახლეში: - იქნებ, სწორედ მის დაბადებას გულისხმობდნენ პონტიფიკოსები, სულ ახლახანს ოქტავიანთა დინასტიის მმართველობის აღსასრული რომ იწინასწარმეტყველეს უპირველესო?! - ყველა შემთხვევაში მიზანშეწონილია, უსაფრთხოების დროული ზომები მიიღოს იმპერატორმა... - თუ პრინცეპსი დააკვირდება, აღელვებისთვის საკმაოზე მეტი მიზეზი არსებობს. ჯერ ერთი, პონტოელები არც ისე დიდი ხნის წინ გახდნენ რომის მოქალაქეები და მათ უეჭველად ახსოვთ ლეგენდარული კოლხეთი, რომლის ნაპირებს მოკრძალებით ლოკავს პონტოს ზღვის ტალღები... - ამბობენ, სწორედ ამ ზღვის საპატივცემულოდ იწოდებაო მათი გვარი... - სწორედ ასეა, ღვთაებრივო: პონტოელები მართლაც ბატონობდნენ საიდუმლოებით და ბურუსით დაფარულ ზღვაზე, ოდითგანვე რომ იზიდავს თავზეხელაღებულ მეკობრეებს და უძველესი ცივილიზაციების მაძიებლებს... - ერთ-ერთ მათგანს, სახელოვან იაზონს, ვგონებ, გაუმართლა და კოლხეთის მეფე აიეტს, საყვარელ ქალიშვილ მედეასთან ერთად ოქროს საწმისიც წარსტაცა... - რა გასაკვირია, უდიადესი ყველა ჩვენგანზე უკეთ იყოს განსწავლული, მაგრამ შემოგბედავთ და გეტყვით: ამ ლეგენდაზე მეტად პონტოელებს პონტოს უძლეველი სამეფო ემახსოვრებათ, ისევე როგორც ოთხმოცი ათასი რომაელი ჯარისკაცის მომსრავი მეფე მითრიდატე ევპატორიელი... - ასევე, ემახსოვრებათ ისიც, თუ როგორ სასტიკად დაამარცხა ეს სახელოვანი მეფე დიადმა პომპეუსმა, ხოლო ღვთაებრივმა იულიუსმა წერტილი დაუსვა პონტოს სახელმწიფოებრიობას. - ასე, რომ “ჩვენს” პონტოელებს საკმაოზე მეტი მიზეზი გააჩნიათ, რათა არ უყვარდეთ რომაელი მმართველები, რომელი მოდგმიდანაც არ უნდა მოდიოდნენ ისინი. - გარდა ამისა, პრინცეპს, ახალშობილის მამა, სამხედრო ტრიბუნი ტიტუს და ძმა მისი, პლებსის ტრიბუნი თამილუს, მეტად პოპულარულები არიან რომში... - მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ ისინი პირდაპირი შთამომავლები გახლავთ სწორედ იმ აკვილიუს პონტოელისა, რომელმაც თვით გაიუს იულიუს ცეზარი დაამცირა, იმით, რომ პონტოს სამეფოს დამხობის აღსანიშნავ ტრიუმფზე არ მიესალმა ტრიბუნთა ლოჟების წინ ჩავლილ ტრიუმფატორს. - და ბოლოს, მზის სადარო! სახიფათო წინასწარმეტყველებას ზეციური ნიშანიც ამოწმებს, როცა “რჩეულის” დაბადების წელს ვინმე ცნობილი კვდება! ხოლო ამ წელს ორი უცნობილესი და განწირული სიყვარულით შეუღლებული Persona მიიცვალა: დედოფალთ-დედოფალი კლეოპატრა და უდიდესი უდიდესთა შორის, მარკუს ანტონიუსი! რომშიც ასე ფიქრობენ და ვერავის წარმოუდგენია, რომ გასაოცარი წინასწარმეტყველების აღსრულება სულ სხვა მიზეზით და სულ სხვა ქვეყანაში უნდა მოხდეს... მათ შორის ვერც პილატეს, რომელიც 52 წლის ასაკში მიემგზავრება იუდეაში, მართალია, როგორც კეისრისნაცვალი, პრეფექტი და პროკურატორი, მაგრამ მაინც როგორც ხელმოცარული, რომელიც დიდებაზე ოცნებობდა...
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
პილატე პონტოელი და კაიაფა
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2015
გვერდები:
280
კატეგორია:
რომანი
ნახვები:
4488
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]