..ჩემი მოგონებები..1 ნაწილი მე როცა ვიყავი პატარა ნაწილი 1..
ბაბუაჩემს და მის ძმებს,სამივეს სახლები ერთად ქონდათ ნუ სამი სახლი გვერდი-გვერდ.
_ბალანჩივაძეები და ახლაც ერთად დგას. ხშირად მივებოდნენ ამბებს
_აი მაგ: მე, ხვიჩა ბიძია შენი ვირთხა ჩემთან გადმოვიდა. რათქმა უნდა სასაცილოა.
მე სულ ვკითხულობდი ვსწავლობდი კლასგარეშეებს ვყვებოდი ტარზანის ამბავს.
ნუ შესანიშნავად ვირგებდი რუსული თარჯიმანის როლს. როცა ჩემი ნათესავი რუსები ჩამოდიოდნენ.
_პონიმაეშ ონ ტაკოი მალენკი ი რუსკი ზნაეტ ა ვი ნეტ გარინდული იყო ბევრი . ერთხელ მახსოვს წამიყვანეს ზღვაზე აჩმა მე მაჭამეს და ჩემს თავზეხელაღებულ დეიდაშვილს არა სრული ქაოსი იყო რომ მოვიდა ნიანგის ცრემლები დაყარა,მაპატიოს მაგრამ აფერისტი იყო.
ერთხელ ვზივართ და სამივე ბებია ანუ ჩემი და ჩემი ბაბუის ძმების ორი ცოლი იჯდა და მიყვებოდნენ აქ სრული სიბნელე იყო და ჯადოქრებიც არსებობდაო აბა რა კაცო ყოფილა თურმე ქალი რომელიც კატად იქცეოდა საინტერესოა? ეს ქალი სულ შარფით დადიოდა და ადამიანებს არ ეკონტაქტებოდა ერთხელ ვიღაც თანასოფლელს ეჩხუბაო და მასე არ უნდაო იმ დღესვე კატა შეუვარდა სახლში და ცულით მოიგერია,თურმე. მეორე დღეს, სოფელში შარფით მიმავალს ეს კაცი ელვის სისწრაფით ეცა და ჩამოხსნა შარფი,და აი, საოცრება ქალს სახეზე დიდი ნაიარევი ქონდაო.
ალქაჯებად იქცეოდნენ და მთებზე დახტროდნენო მე ისე ვუსმენდი მეგონა ზღაპარში ვიყავი.
მახოვს ასევე 91 წელi იქნებოდა სვანეთში როცა ავედით დავემალეთ ომს ჩემი დედულეთი. და აი, კრაზანა დავინახე და ვეცი ჩემს ჩუსტს ერთი მოვკალი მეორე მესამე და მეთქი გავანდგურებ ამათ სულ ყველას მაგრამ აღმოჩნდა რომ ფუტკრებს ვკლავდი ამ კაცს სახლში ფუტკარი ჰყოლია ბაბილში ვიყავით. მეცა ეს ქალი არა შვილო ეს არ ქნაო.მე უფრო ქალაქელი ვიყავი და არც ვიცოდი ეგ მეპატიება.
სახლში დიდი კოშკი იდგა 12 საუკუნის ბაბლუანების კოშკი და პატარა სახლი იყო.მწვანე და სხვადასხვაფერის ხვლიკები დარბოდნენ ბალახებში და კედლებზე.კოშკი მომწონდა მეთქი ავალ აქ შიგნით რა ხდება თქო გავიგებ თქო სულ ვფიქრობდი,მაგრამ ამაოდ არ შემეძლო რა თქმა უნდა.დიდი ბაღი ჰქონდა კესოს დედაჩემის მამიდას წინ კი პატარა წყარო იყო ძალიან ცივი წყალი მოდიოდა და ეს წყალი გადიოდა მეორე სახლის ქვეშ მეზობლად.თენგიზი ავად იყო ნერვებიდან და ერთ დღეს ამ სახლის პატრონი გამორბის და ყვირის სვანურად რაღაცას კესო დედაჩემის მამიდა მიხვდა გამავალ წყალში თენგომ გარშოკი გარეცხა ,
გავედი ბაღში ნიგვზის და სამოთხის ვაშლების ხეები ანტონოვკას ეძახდნენ, აი ისინი ძალიან დიდი მთები და აი დავინახე სათამაშო მანქანები დარბიან მოპირდაპირე მხარეს,არც გამიმხელია მეთქი როგორ მივიდე იქ სადაც ეს სათამაშო მანქანები დადიან თქო და გავედი ბაღის კიდესთან ცხენისყლის ქვები ჩანდა და იმის იქით მიდიოდა პატარა დინებით,მეც გადახტომა მოვინდომე მინდოდა იმ პატარა მანქანებამდე მიმეღწია და რაღაც შიშმა შემიპყრო დავიკუნცხე და ჩავიხედე რამაც გადამარჩინა მიწა სადაც ვიდექი კალაპოტი იყო და ცხენისწყალი მტელი სიძლიერით მიქროდა,შეშინებული წამოვედი არც არავისთვის მითქვამს.ის სათამაშო მანქანები კი ნივები რომლებიც მომწონდა თურმე ისე შორს იყო გზა პატარები ჩანდნენ.
ნაწილი 2...
ნუ ხონში იყო ჩემი სოფელი დიდ კუხში,და პატარა კუხში ბებია და ბაბუა დედულეთი ცხოვრობდა, სვანეთიდან იყვნენ ჩამოსახლებული. სვანეთში კი კესო და თენგიზი რომელიც მერვე საოცრება იყო ვეფხისტყაოსნის ცოდნით განთქმული.ერთ დღეს დეიდამ მარტო დაგვტოვა და ჩვენც გავაღეთ ფანჯრები დეიდაშვილებთან ვიყავი სტუმრად და ამოვარდა ქარი ამოვარდა და ეს ფანჯრები სულ მთლიანად დაიმსხვრა დარცა მარტო ხის ჩარჩოები.გვერდით მიტოვებული სახლი იყო მოვიფიქრეთ და სოფომ და მე ჩამოვხსენით იმ სახლს ფანჯრები დავაგეთ ჩვენთან და იქ დავყარეთ ნამსხვრევები თან იმ რამესვე დეიდას მოსვლამდე.მემგონი ახლაც არ იცის დეიდაჩემმა ჩვენ გაგვიმართლა ცემას ავცდით და იმას არა, ფანჯრები არ ქონდა.მაგრამ იმ სახლს მაინც არ ყავდა არავინ პატრონი. ერთ დღეს წავედი და ამათ ვეუბნები სანამ დეიდა მოვა მოდი ასტრა ვიყიდოთ ოცი კაპიკი მაქვს თქო და გავსინჯოთ თქო,აი წავედი ჩუმად ვიყიდე ასტრა სხვას უნდა თქო და ვეწევით გაბრუებული ვართ საშინლად და მერე ისე შემეშინდა ავდექი და დავმარხე ბაბუაჩემს თხილები ქონდა გაშენებული და თხილებში დავმარხე.
ნაწილი 3..
ვერ მივაგენი იმ ასტრას მერე.. ნუ ჩემს წინ დიდ კუხში თაზო და ირაკლი ჩემი ძმაკაცები ცხოვრობს,მათთან კიდე ბავშვები ჩამოდიოდნენ და ავედით სხვენზე და სიგარეტი იყო ვითომ და