ლუცი'ფერის გამბიტი ამალეკ.. ამალეკ, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, რომ ეგეთი ტიპის ადამიანებთან, სხვაგვარი მოპყრობაა საჭირო. ნუ იჩქარებ ეცადე ნელ-ნელა ჩააწვეთო დაცემის აზრი,
რომ თვითონაც ვერ მიხვდეს სულით დაცემის შემდეგ, თუ როგორ მივიდა იგი ამ ქმედებამდე. ვერ მიხვდეს როგორ მოხდა, თუ რამ აიძულა მას ეს. ეცადე თავიდან რომელიმე მისი გარშემომყოფი, ყველაზე სულელი ადვილად დასამორჩილებელი მეგობრით დაიწყო და მანიპულირება მოახდინო მასზე მისით. ისეთი მოქმედება ჩაადენინე ამ სულელს მასთან მიმართებაში, რომ გაღიზიანდეს და ამასთან ერთად გაოგნდეს, თუ ასე რამ დაუბნელა მის მეგობარს გონება. შემდეგ ისე ქენი, რომ ეს ჩვენი ადვილად დასამორჩილებელი სულელი მას შეაძულო და მისტერ ღვთისმოსაობაში გაამძაფრო სიძულვილის გრძნობა. და შემდეგ ისე გაბრუვდება ისე გაიჟღინთება ამ ყველაფრით ის თავად გამოუტანას სასიკვდილო განაჩენს თავის სულს.
როგორია ააა ? აჰაჰაჰა
- გმადლობთ ბატონო განსწავლისთვის.
- კარგი ამალეკ, ახლა წადი და გამაგებინე შემდეგ ამბები გამომიარე.. გამომიარე ამალეკ.
- კარგით ბატონო დროებით.
ამალეკი ოთახიდან გავიდა და კარები გაიხურა, მაგრამ არ გასულა დიდი დრო და ისევ შემოაღო ოთახის კარები.
- რა ხდება ამალეკ რატომ დაბრუნდი ? რა გაფითრებული სახე გაქვს.
- ურიელი მოვიდა ბატონო და თქვენთან შეხვედრას ითხოვს.
- ურიელი ? აქ რა უნდა..
ლუციფერი ძალიან გააკვირვა ურიელის მოსვლამ. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ისინი ერთმანეთს აღარ შეხვედრილან. გაოცებული მაგიდის სავარძლიდან წამოდგა, ხელები მაგიდას დაადო, ერთხანს მაგიდას დასჩერებოდა თითქოს რაღაცაზე ფიქრობდა, შემდეგ ამალეკს ახედა და უთხრა:
- კარგი უთხარი, რომ შემოვიდეს.
- კარგით ბატონო, ახლავე გავალ და ვეტყვი.
ამალეკი ისევ გავიდა ოთახიდან და რამოდენიმე წუთის შემდეგ, ლუციფერის ოთახის კარებზე კაკუნი გაისმა.
- დიახ მობრძანდით.
გააგონა ლუციფერმა და ოთახის კარები ურიელმა შემოაღო.
- ურიელ თვალებს არ ვუჯერებ, შენ აქ ? ჩემთან.. რა დიდი პატივია. დაკაკუნებაც მომწონს, ჰა რატომ მოხვედი ? ჩემთან ხომ არ გინდა გადმოსვლა ჰა ?
ურიელს ხელები უკან ქონდა წაღებული, გაუნძრევლად მშვიდად იდგა კარებთან და ლუციფერს უყურებდა. ლუციფერი მას მიუახლოვდა ხელი გადახვია და სავარძლისკენ მიიპატიჟა.
- წამოდი ურიელ დაჯექი.
- იყოს ფეხზე ვიდგები.
ლუციფერს ურიელისთვის, ხელი არ მოუშორებია და ღიმილით გაააგრძელა მასთან საუბარი.
- ჰა რას იტყვი ურიელ,