იტვირთება...

ედემის ჩრდილი

ცოტნე მაჭარაშვილი

2020 წელი | Tsotne
536 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
7.77
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მარადისობის შეგრძნება, ღმერთთან მიახლოება, ყველას სხვადასხვაგვარად ენიჭება - ჩემთვის მგრძნობელობის მედიუმი ხელოვნებაა, კერძოდ, პოეზია. ვფიქრობ, ის გაძლევს საშუალებას საკუთარი ფანტაზიის არეში მოაქციო ხელოვნების ყველა დარგი: მხატვრობა, მუსიკა, კინო, თეატრი თუ სხვა. სამყაროში, სადაც ყველაფერი ადრე თუ გვიან ინგრევა და ნადგურდება, „ედემის ჩრდილი“ ის თავშესაფარია, სადაც ადამიანი სულიერად „შეიხიზნება“, ხოლო თუ რომელიმე ლექსი მკითველისთვისაც „ედემის ჩრდილად“ იქცევა, „რუბიკონი გადამილახავს“. პოეზიამ, სწორედ მარადიული მიმართებები უნდა ამოწიოს ზედაპირზე - იქნებ ოდნავ რეტროგრადულადაც კი ჟღერდეს, მაგრამ ნამდვილ პოეზიას, დიახ, საყრდენად უნდა ჰქონდეს უკვდავების იდეა, ცხოველი სწრაფვა მარადიულობისკენ.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
წიგნს, რომელიც თქვენ წინაშეა, პირობითად „ ავტორცენტრისტულს “ ვუწოდებდი. კრებულში წარმოდგენილია 2015-2019 წლებში დაწერილი ლექსები, მაგრამ თუ ამ წიგნში არსებობს უალტერნატივო, შეუცვლელი სიდიდეები, ისინი 2016-2018 წლებში შეიქმნა და, შესაბამისად, მათით განისაზღვრა წიგნის ხასიათიც. რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს მკითხველს, როცა ამ წიგნს აიღებს ხელში?! - მასში შესული ლექსები მცდელობაა პოეტიკაში გარკვევისა, როგორც ტექნიკის და ვერსიფიკაციის, ისე მეტონომიური თვალსაზრისითაც და ერთგვარად პირველი საფეხურია „ მთავარ წიგნამდე “ ასასვლელად. აქედან გამომდინარე, მკითხველმა იგი უნდა აღიქვას, როგორც ახალშობილის ფეხის ადგმა - სამყაროს გააზრება სამოთხიდან გამოყოლილი ცნობიერებით. საზოგადოდ კი, თუ პოეტს, ასაკის მატებასთან ერთად, მარად შობის და განახლების განცდა ეკარგება და საბოლოოდ სამოთხის ცნობიერებას წყდება - ლექსის ქმნადობის ბუნებრივი ძალა ეშრიტება. პოეტი უფლის ჩანასახია, რომელიც ლექსში ხორციელდება და სამოთხის ენაზე საუბრობს, ამით გამოხატავს უკან დაბრუნების ლტოლვასა და სურვილს. რატომ „ ედემის ჩრდილი “ ?! - „ ედემის ჩრდილი “ ხელოვნების მეტაფორაა. ადამიანი, რომელსაც სამყარო აჭკნობს ფიზიკურად, ეძებს მარადიულ ნიშნებს. მარადისობის შეგრძნება, ღმერთთან მიახლოება, ყველას სხვადასხვაგვარად ენიჭება - ჩემთვის მგრძნობელობის მედიუმი ხელოვნებაა, კერძოდ, პოეზია. ვფიქრობ, ის გაძლევს საშუალებას საკუთარი ფანტაზიის არეში მოაქციო ხელოვნების ყველა დარგი: მხატვრობა, მუსიკა, კინო, თეატრი თუ სხვა. სამყაროში, სადაც ყველაფერი ადრე თუ გვიან ინგრევა და ნადგურდება, „ ედემის ჩრდილი “ ის თავშესაფარია, სადაც ადამიანი სულიერად „ შეიხიზნება “ , ხოლო თუ რომელიმე ლექსი მკითველისთვისაც „ ედემის ჩრდილად “ იქცევა, „ რუბიკონი გადამილახავს “ . პოეზიამ, სწორედ მარადიული მიმართებები უნდა ამოწიოს ზედაპირზე - იქნებ ოდნავ რეტროგრადულადაც კი ჟღერდეს, მაგრამ ნამდვილ პოეზიას, დიახ, საყრდენად უნდა ჰქონდეს უკვდავების იდეა, ცხოველი სწრაფვა მარადიულობისკენ. რახ შეეხება წიგნის სტრუქტურას, როგორც ვთქვი, მთლიანად ექსპერიმენტული და არა კონცეპტუალურია, თუმცა გარკვეულ ლექსებს შორის კავშირი თვალშისაცემია. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ რიგი ინტერტექსტებისა, როგორც უცხო, ასევე საკუთარი ნაწარმოებებიდან ჩემსავე ლექსებში. ერთადერთი სუბიექტი, რომელმაც შეიძლება დაგანახოთ საერთო სურათი და პათოსი, ვარ მე, როგორც მოქალაქე თავისი გამოკვეთილი პოზიციით და მიმდინარე მოვლენების შეფასებით, რომელიც მასში აღძრავს პროტესტის, ცინიზმის, ტრაგიზმის... იმპულსებს, მეორე მხრივ კი, არარეალური ამბების პერსონაჟი ავტორი, რომლის თვალსაჩინო მაგალითიცაა ციკლი „ ალტერნატიული ცოტნეს ისტორიები “ , ამიტომაც ვუწოდე დასაწყისში „ ედემის ჩრდილს “ „ ავტორცენტრისტული წიგნი “ , რადგან მისი მთავარი ღერძი და გრავიტაციის ცენტრი თავად მე ვარ. დასკვნა, რაც გამოვიტანე ოთხწლიანი წერის მცდელობების შემდეგ, ის არის, რომ მკაცრად ორთოდოქსული კონვენცია უფრო მეტ თავისუფლებას და გასაქანს მაძლევს, ვიდრე ჩვენს ეპოქაში ასე მაღალი პროგრესიით გავრცელებული ვერლიბრი. დანარჩენი დასკვნები თქვენთვის მომინდვია, ჩვენო ძვირფასო მკითხველო.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-31-196-3
სათაური:
ედემის ჩრდილი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2020
გვერდები:
203
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
536
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]