მოდის და მიდის არ დაიჯერო
საზღვრის და კიდის,
ყველაფერი ხომ
მიდის და მოდის,
მოდის და მიდის.
არ დაიჯერო,
ძველის და ახლის,
სულ ხომ ასეა,
მიდის ხალხი,
მოდის სხვა ხალხი.
არ დაიჯერო,
სიბრძნის და ბოდვის,
სულ უთავბოლოდ
სიტყვა მიდის
და სიტყვა მოდის.
ნუ დაუჯერებ
მონატრებას,
ნუ იწყებ ლოდინს,
სიყვარული ხომ
არსად მიდის
და აღარც მოდის.
არ დაიჯერო,
სულერთია,
დრო
მცირე, დიდიც,
ყველაფერი ხომ
მიდის და მოდის,
მოდის და მიდის.