იტვირთება...

პასკუალ დუარტეს ოჯახი

კამილო ხოსე სელა

114 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
"პასკუალ დუარტეს ოჯახი" კამილო ხოსე სელას პირველი ნოველაა, რომელმაც ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა. 1989 წელს ესპანელი მწერალი ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. წიგნში მოთხრობილია რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული პორტუგალიური წარმომავლობის ოჯახის ტრაგიკული ისტორია. ნაწარმოები უშუალოდ მთარგმნელის მიერ ზუსტად გადმოქართულებული მეოთხე წიგნია.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ვფიქრობ, დრო მოვიდა პასკუალ დუარტეს მოგონებების გამოსაცემად. ნაჩქარევი იქნებოდა ამისი ადრეული გაკეთება. არ ვისურვე მომზადების გარეშე წარდგენა. ყველაფერს დრო სჭირდება. მათ შორის, ხელნაწერის მცდარი ორთოგრაფიის ჩასწორებას. არაფერია იმაზე რთული დასასრულებელი, როგორც ცხენის ჩლიქით ნაწერი სამუშაოსი. ნაადრევად რომ გამომექვეყნებინა, საკუთარ თავთან მართალი ვერ ვიქნებოდი. მიღწეული დასრულების შემდეგ უნდა წარმოაჩინო. ხელნაწერი ქაღალდები, რომელსაც წინამდებარედ გადავწერ, აღმოვაჩინე ალმენდრალეხოს ერთ ათიაქში 39 წლის შუახანებში. ღმერთმა უწყის, რომელმა უვიცმა ხელმა მიიტანა იქ. იმ დღიდან აქამდე მათი მოწესრიგებით და გადმოთარგმნით ვიყავი დაკავებული. ხელნაწერს, ნაწილობრივ ცუდი ხელწერის და ნაწილობრივ ზოგიერთი დაუნომრავი და მოუწესრიგებელი ქაღალდის გამო, თითქმის ვერ წაიკითხავდით. მსურს თავიდანვე კარგად განვმარტო, რომ ნაწარმოები, რომელსაც დღეს ცნობისმოყვრე მკითხველს წარვუდგენ, მე არ მეკუთვნის, არამედ მხოლოდ მისი გადამწერი ვარ. ერთი ნიშანიც კი არ ჩამისწორებია ან დამიმატებია. მინდოდა, მონათხრობისთვის თავისი სტილით მეცა პატივი. გარკვეული ზედმეტად მკაცრი სიუჯეტებსთვის ვეცადე, მაკრატელი გამომეყენებინა და საღად ამომეჭრა. პირადი პროცედურა მკითხველს გარკვეულ მცირე დეტალებს აცნობს - არაფერი იკარგება მათი უგულებელყოფით - სამაგიეროდ, გვთავაზობს არჩევანის უპირატესობას, თუნდაც ამაზრზენ პირადულობას არ დაეთმოს ყურადღება. პირადულობას, რომლის, ვიმეორებ, გაწმენდა უფრო მართებული მომეჩვენა, ვიდრე გაპრიალება".
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
პასკუალ დუარტეს ოჯახი
გამოცემის თარიღი:
2019
თარგმანი:
ესპანურიდან
მთარგმნელი:
თეა ხომასურიძე
გვერდები:
82
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
114
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]